-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ქირიკაშვილი ირმა ნოდარის ასული
ქირიკაშვილი ირმა ნოდარის ასული (06. III. 1965, თბილისი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1987). სწავლობდა ასპირანტურაში ბიოფიზიკის მიმართულებით (1987–1990). მიენიჭა ბიოლოგიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1997), დოქტორის აკად. ხარისხი (2006). მუშაობდა თსუ-ში ზეგამტარული და ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1990-1992), მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრაზე, ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე (1992-2005).