-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დოქტორი
ქირია თენგიზ ვახტანგის ძე (16.VIII.1975, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1997); მათემატიკოსი; თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2007); დაიცვა დისერტაცია თემაზე:„სტაციონარული პროცესების პარამეტრების ძალდებული შეფასებების შესახებ“ (2017) და მიენიჭა მათემატიკის დოქტორის წოდება; უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2017); საქართვ. ტექ. უნ-ტის მათემატიკის დეპარტ. პროფესორი (2021); იყო „იუზერ აკადემიის“ მათ. მოდელირების სპეციალისტი (2018-2020) და კავკ. რეგიონალური ნანო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის დირექტორი (2023-2024). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში:,,კლიმატის ცვლილება საქართველოში: სტატისტიკური და არწრფივ-დინამიკური პროგნოზირება“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ. ტ. 15ა, 2011-2012); ,,Intra-Annual Distribution of Landslide Recurrence in Georgia and its Relationship with Monthly and Cumulative Multi-Month Sums of Precipitation“ (Journal of the Georgian Geophysical Society, e-ISSN: 26679973, p-ISSN: 15121127, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v.28(2)); ,,The relationship between earth’smagnetifield variations and solar activit” (International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes", Dedicated to 90-th Anniversary of M. Nodia Institute of Geophysics, Proceedings, ISBN 9789941361470, Tb., 2023); ,,დედამიწის კლიმატის ცვლილების გამომწვევი მთავარი მიზეზების შესახებ” (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, ტ. LXXVI, ISSN 15121135, თბ., 2023).
თხზ.:ქირია, თ. (თანაავტორი). (2021). მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა:[მონოგრაფია]. თბ., თსუ-ის მ .ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი.