-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ქინქლაძე შოთა რაჟდენის ძე
ქინქლაძე შოთა რაჟდენის ძე (1907, ოზურგეთი), დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1925-1929). კითხულობდა პოლიტეკონომიის კურსს სხვადასხვა ტექნიკუმებში გორსა და თბილისში, თსუ–ის ფილოსოფიის განყ-ბაზე. დაამთავრა ასპირანტურა (1933-1936). კითხულობდა პოლიტეკონომიის კურსს. სპეც. მეცნ. შრომები არ აქვს. მხოლოდ გამოსცა ბროშურა ქართულ ენაზე: ესპანეთის გმირი ახალგაზრდობა (1937). უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის მიერ მიენიჭა დოცენტის ხარისხი პოლიტეკონომიის სპეც-ით (1938).