კილასონია არჩილ ნიკოლოზის ძე (2.XI.1920, ქუთაისი– 14.III.1997, თბილ.), ჰიდროლოგი, ტექნ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1976). სწავლობდა საქართვ. პოლიტექნიკურ ინ-ტში (1938-1941), საიდანაც მეოთხე კურსის სტუდენტი გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. დაამთავრა თელავის საზენიტო არტილერიის სამხ. სასწავლებელი (1942). ომის დროს იბრძოდა უკრაინის I და II და ბელორუსიის I ფრონტზე ჯერ ოცეულის, შემდეგ ბატარეიის მეთაურის თანამდებობებზე. მას მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის სამხ. წოდება. დაუსწრებლად დაამთავრა საქართვ. პოლიტექნ. ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი (1959). მუშაობდა ენერგეტიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ინჟინრად. მუშაობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ჯერ უფროს მასწავლებლად (1971-1972), შემდეგ დოცენტად (1972-დან). დაიცვა სანდიდატო დისერტაცია თემაზე „წყალსაცავთა მრავალწლიური რეგულირების გაანგარიშების საკითხისათვის მონტე-კარლოს მეთოდით“ (1970). გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია.
თხზ.: Киласония,А. и др. (1961). Гидрология реки Бзыбь. Тб.; კილასონია, ა. (1966). მოდელირების მეთოდის შერჩევა ჰიდროლოგიური რიგების შიდა წლიური განაწილების გათვალისწინებით. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, № 2, თბ., ტ.44, გვ. 387-394; Киласония, А. и др. (1989). Колхидская низменность. Природные условия и социально-экономическое аспекты. Л.; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნებისმკვლევარნი: ენციკლოპედიურიცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 155-156, ISBN 9992806982. ა