-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი დოქტორი პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კილაძე ვალერიან სოლომონის ძე (23.04.1913, სოფ. სილაური ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპ. - 31.08.1986, თბილისი). ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1968). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი ფილოსოფიის სპეციალობით (1935). დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე: „ლუდვიგ ფოერბახის შემეცნების თეორია“(1941), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„გიორგი პლეხანოვის ფილოსოფიური შეხედულებები“(1967). უნ-ტში სწავლისას დ. უზნაძის რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში (1980). იგი შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის, სოხუმის და ბათუმის პედ. ინ-ტებში (1938-1955). გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თსუ-ის ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე (1947-დან). იყო თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტის დეკანი (1966-1974). მისი ინიციატივით (შ. გაბელაიასთან ერთად) ფაკ-ტზე შემოიღეს მათ. ლოგიკისა და უმაღლ. მათემატიკის გაღრმავებული სწავლება, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ფილოს. განათლების დონე. ახლებურად გააშუქა განმანათლებლების მსოფლმხედველობა და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში. აღსანიშნავია კ. ვ.-ს ნარკვევები არაბულენოვანი, რუსულ, დას. ევროპ. და ქართ. ფილოს. აზრის ისტორიაში.
თხზ.:კილაძე, ვ. (თანაავტორი). (1962). ფილოსოფიის ისტორია: XIX საუკუნის ფრანგი განმანათლებლები და მატერიალისტები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კილაძე, ვ. (1963). გ. ვ. პლეხანოვის ფილოსოფიური შეხედულებანი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კილაძე, ვ. (1971). გ. პლეხანოვის ბრძოლა იდეალიზმის წინააღმდეგ. თბ., განათლება; კილაძე, ვ. (თანაავტორი). (1984). შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, ნაწ. II: სქოლასტიკა არაბულენოვან ფილოსოფიაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.