-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი
კილაძე სოლომონ ვალერიანის ძე (09.I.1950, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ბიოფიზიკის სპეციალობით (1971) და დაიწყო მუშაობა ამავე ფაკ-ტის ბიოფიზიკის ლაბორატორიაში, შემდეგ მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრაზე. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტის ბიოფიზიკის კათედრის გამგის (ამ კათედრის დამაარსებლის) ლ. ბლუმენფელდის მიწვევით მუშაობდა ქ.მოსკოვში (1974). კვლევებს ატარებდა ნ. ნ. სემიონოვის სახ. ქიმიური ფიზიკის ინ-ტში (1974 – 1979). მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ეპრ მეთოდით არაჰემური რკინის ნიტროზილური კომპლექსების წარმოქმნის კვლევა ცხოველების ქსოვილებში in vivo”(1978). 21 შრომის ავტორი და თანაავტორია, შრომების უდიდესი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. ჟურნალებში და მოხსენებულია საერთაშ. სიმპოზიუმებზე. იმყოფებოდა მივლინებით ბუდაპეშტის უნ-ტში და ბიოფიზიკის ინ-ტში (1982-1983). არჩეულია კათედრის დოცენტად (1995), შემდეგ ასოცირებულ პროფესორად. კითხულობდა ლექციებს ფიზიკის და ქიმიის ფაკ-ზე. თანაავტორების და მისი კვლევების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ცხოველური ქსოვილის კიბოვანი უჯრედის რეპრესირების მექანიზმის გზების დასახვა. საყურადღებოა ნაშრომი „კონსტრუქციიდან მოქმედებამდე“, ავტორი განმარტავს კონსტრუქციას როგორც მდგომარეობას, რომელსაც გააჩნია გამიზნული მოწესრიგებულობის „მექანიზმი“.