-
ავტორი
- კატეგორიები: ასტრონომი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კილაძე როლან ილიას ძე (23.IX.1931, თბილისი-22.II.2010, თბილისი), დაამთავრა თსუ (1954). მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (1955-დან). დაიცვა საკანდიდატო (1962) და სადოქტორო დისერტაციები (1982). არჩეული იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.–კორ. (1988-დან). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი (2001-2006). სამეცნ. მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ის ასტრონომიის (1962–2006) და სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის ფიზიკა-მათემატიკის კათედრებზე (1985–1990). იყო ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (2007–2010). იყო საერთაშ. ასტრონ. კავშირის (1964-დან) და ევრ. ასტრონ. საზ–ების წევრი (1982-დან). წლების განმავლობაში იყო საქართვ. კოსმონავტიკის კომიტეტის თავ–რის მოადგილე და საქართვ. ასტრონ. საზ–ების ვიცე-პრეზიდენტი. საერთაშ. ასტრონომიულმა კავშირმა პლანეტა პლუტონის ერთ-ერთ კრატერს მიანიჭა მისი სახელი, მის მიერ ფოტომეტრიის, ასტრომეტრიის და დინამიკის ადრეული კვლევების ჩატარების აღსანიშნავად (2019). საერთაშ. კატალოგში ნომრით 4737 რეგისტრირებულია მცირე პლანეტა სახელად „კილაძე“ (4737 Kiladze, 1996). ჯილდოები: მედალი „მამაცური შრომისათვის“ (კოსმოსური კვლევის პროგრამების განხორციელებაში მიღწეული წარმატებებისათვის, 1970); სსრკ სახელმწ. პრემია (ზუსტი ასტრონ. ხელსაწყოთმშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისათვის, 1971); შრომის ვეტერანის მედალი (1986); მედალი „კოსმოსში ადამიანის გაფრენის 25 წელი“ (1986); მედლით „კოსმოსური ერის 30 წლისთავი“ (1987); აკად. კოროლიოვის სახ. მედლი (1987); აკად. ჩელომეის მედლი (1988); მედლით „ი. გაგარინის კოსმოსში გაფრენის XXX წელი“ (1991); ციოლკოვსკის სახ. მედლი (1991); მედალი მეოცე საუკუნის მიღწევებისათვის (1991); საქართველოში ასტრონ. მეცნ. განვითარებისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2001).