კილაძე ნოდარ შალვას ძე
კილაძე ნოდარ შალვას ძე

კილაძე ნოდარ შალვას ძე (28.III.1925, თბილ.-12.VIII.2010, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1959). იყო სამხ. სამსახურში (1954-მდე). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინ-ტში (1960-2010), შემდეგ კი სტუ-ის ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინ-ტში (2010–დან).  იყო ამ ინ-ტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1978-დან). ელექტრონულ მოწყობილობათა განყ-ბის გამგე (1963-დან). პარალელურად მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში(1968–1972). მისი სამეცნ. კვლევის სფეროა ინფორმაციის გარდამსახი სისტემების დამუშავება და შექმნა, კომპიუტერში შეყვანილი ქართ. ტექსტების ხმოვან ფორმატში პროგრამული გადაყვანა, საფრენი აპარატების ფრენისას შექმნილი ავარიული სიტუაციების პროგრამული ანალიზი და ვიზუალიზაცია. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1939-1945). მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები. გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სპეციალისტი. ტექნიკის მეცნ. კანდ. (1977). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985).