-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი ქირურგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კილაძე მერაბ არჩილის ძე (2. VIII. 1957, ბათუმი), ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსსი (1980). მუშაობდა ქირურგად ქირურგიის ინ-ტში (1980-2003), ღუდუშაურის სახ. ეროვნ. სამედ. ცენტრში (2003-2012), საქართვ.-ისრაელის კლინიკა „გიდმედ“-ში (2012-2022); ამერიკულ ჰოსპიტალ თბილის-ში (2012-დან). წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „Пластика пищевода свободным аутотрансплантатом тонкой кишки на артерио-венозных связях с примением микрохирургической техники“ (1984) და შემდგომ საკავშირო სამეცნ. ქირურგიის ცენტრში (ქ. მოსკ., რუსეთი) სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „Современные аспекты хирургического лечения рака кардиоэзофагеальной области“ (1992). თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის აღდგენის დღიდან მუშაობს პროფესორად ქირურგიის კათედრაზე (1995-დან). კ. მ.-ს, პროფესორთა საბჭოს მიერ, მიენიჭა პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება (2000); იგი გახლავთ თსუ-ის კლინიკური ქირურგიის კათედრის გამგე (2006-დან). მის მიერ გამოქვეყნებულია 212 სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის: „Efficacy of percutaneous biliary and pancreatic duct drainage/stenting with double invaginated pancreatojejunostomy after pancreatoduodenectomy“ (Ann Ital Chir, 2019, V. 90, N5: pp.467-473.); „Surgical Services and Transformation of Civil Hospital During “August War 2008” in Georgia“ (International Surgery, Vol. 96, N1, 2011, pp.1-5.); „Реконструкция толстокишечного трансплантата после ретростернальной эзофагопластики“ (Хирургия, 2006, №7, c.66-67). დაჯილდოებულია ღირსების მედლით (1997); „XX საუკუნის გამოჩენილ პიროვნებათა“ მემორიალური ოქროს მედლით (აშშ, 1999); გრ. მუხაძის სახ. სამახსოვრო მედლით (2000); ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2023).
თხზ.: კილაძე, მ. (2022). იშვიათი და განსაკუთრებული შემთხვევები ქირურგიაში: მონოგრაფია. თბ.