-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
კიკვიძე ზაირა
კიკვიძე ზაირა აბელის ასული (25.V.1928, ქ. თბილისი-9.IV.1989 საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას). მათემატიკოსი, თსუ-ის ასისტენტი, ტექნ. მეცნ. კანდიდატი (1967). დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1950), ასპირანტურა (1953). იყო ფიზ. ფაკ-ტის უმაღლესი მათ. კათედრის ასისტენტი (1959-1961), ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს, უმაღლ. მათ. სხვადასხვა კურსში. საქ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტის უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1961-1989). მისი სამეცნ. ინტერესები მოიცავდა სახეთა გამოცნობის აქტუალურ პრობლემებს.