-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კიკვაძე ვალერი გენადის ძე (01.VII.1993, ჩოხატაური). დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო (2016), სამაგისტრო (2019) პროგრამები. კ. ვ. არის თსუ-ის დოქტორანტი ექსპერ. ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით (2023-დან) და KM3NeT საერთაშ. თანმშრომლობის წევრი (2024-დან). მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომელის პოზიცია (2019-დან); სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის (JINR, რუსეთი) ვექსლერისა და ბალდინის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიაში (2019-2020) და როგორც ინჟინერი ჩაერთო ნუკლოტრონზე დაფუძნებული იონური კოლაიდერის (NICA) საერთაშ. ექსპერიმენტში - მრავალ მიზნობრივი დეტექტორის (MPD) შემადგენელი ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის აწყობისა და ტესტირების ჯგუფში. კ. ვ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: გამოყენებითი ექსპერ. კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასა და კოსმ. სხივების ფიზიკაში. არის 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ-რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: “Searching for Signs of Cosmic Ray Ensembles with the GELATICA Array” (PoS (ICRC2025) 186, 2025); “Two Approaches to Determining the Shower Size Threshold of a Small EAS Array” (Symmetry, 17 (3), 403, 2025; “Status and initial physics performance studies of the MPD experiment at NICA” (Eur. Phys. J A 58, 7, 140, 2022). კ. ვ არის ადგილ. და საერთაშ. რამოდენიმე კონფერენციისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე.