-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი პროფესორი
კიკვაძე ნოდარ ირაკლის ძე (26.I.1928, თბილისი – 13.V.2008, თბილისი), ისტორიკოსი. თსუ-ის პროფესორი(1992). დაამთავრა მოსკოვის საერთაშ. ურთიერთობების სახელმწ. ინ-ტი საერთაშ. ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობით (1950). მუშაობდა თსუ-ის პრორექტორის თანაშემწედ სამეცნ. დარგში (1956-1961), დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა (1955). იყო თსუ-ის ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1961-დან). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „გერმანიის იმპერიალიზმის აგრესია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში“(1968). მუშაობდა საქართვ. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტის საერთაშ. ურთიერთობების მიმართულებით განყ-ბის გამგედ (1973-1978) და საქართვ. მეცნ. აკად. საზ-ებრივ მეცნ. დარგში სამეცნ. ინფორმაციის ცენტრის დირექტორად (1978-1998). იყო სსრკ-გდრ-ის ისტორიკოსთა კომისიის წევრი (1981-1990).
თხზ.: კიკვაძე, ნ. (1973). გერმანიის იმპერია 1871-96 წლებში, ავსტრია-უნგრეთი 1876-98 წლებში. წიგნში ახალი ისტორია (მეორე პერიოდი). თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიკვაძე, ნ. (1983). 80-იანი წლები: ბურჟუაზიული იდეოლოგია კრიზისის მარწუხებში. თბ., საბჭ. საქართვ.; კიკვაძე, ნ. (1984). პეკინი. საგარეო-პოლიტიკური კურსი. თბ., საქართვ. კპ ცკ-ის გამ-ბა; კიკვაძე, ნ. (1988). გერმანია 1918-1939 წლებში, საერთაშორისო ურთიერთობები 1917-1924 და 1924-1939 წლებში. წიგნში: უახლესი ისტორია, 1918-1945 წწ. ნაკვ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა.