კიკვაძე ნათელა
კიკვაძე ნათელა

კიკვაძე ნათელა პორფირეს ასული (25.XII.1922, ბათუმი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1945) და ასპირანტურა (1948). ფილოს. მეცნ. კანდ. (1956). მუშაობდა თბილ. სახელმწ. უნ-ტის ლოგიკის კათედრაზე ასისტენტის (1948-დან); უფრ. მასწავლებლის (1951), ხოლო შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე (1964-დან). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოს. ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე (1956-დან). პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას თბილ. სხვადასხვა უმაღლეს სასწ. კ. ნ.-ს სამეცნ. კვლევის სფერო იყო ფორმალური ლოგიკა, ლოგიკის ისტორია და მეცნ. ფილოს. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი არისტოტელეს ლოგიკური სისტემის ჩამოყალიბების წინა პერიოდი და მისი მოძღვრება მსჯელობაზე. იკვლევდა აზროვნების კანონებს, ლოგიკური სტრუქტურებისა და ენის ურთიერთმიმართებას, ასევე მეთოდოლ. განსხვავებას მსჯელობის ფორმალურ სისწორესა და მატერ. ჭეშმარიტებას შორის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ ჟურნალებში:,,არისტოტელეს მოძღვრება მსჯელობაზე“ (თსუ შრომები, ტ.67, 1957); ,,ჭეშმარიტისა და სწორის განსხვავების საკითხისათვის“ (თსუ შრომები, ტ.69, 1958); ,,ლოგიკური ანუ ცნობირების შინაარსი და ენა“ (თსუ შრომები, ტ.97, 1961); ,,არისტოტეტელეს ლოგიკის სისტემის წინა-მოსამზადებელი პერიოდი“ (მაცნე, N3, 1978).

თხზ.:კიკვაძე, ნ. (1963). აზროვნების კანონების შესახებ. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიკვაძე, ნ. (1975). ლოგიკის საგნის შესახებ. თბ., უნ-ტის გამ-ბა.