კიკუტაძე ვასილ სულიკოს ძე
კიკუტაძე ვასილ სულიკოს ძე

კიკუტაძე ვასილ სულიკოს ძე (14. VII. 1980, სოფ. კორმაღალი, სამტრედია). დაამთავრა თსუ-ის მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკ-ტი (2001), შემდეგ მაგისტრატურა, ასპირანტურა სექტორული ეკონომიკა-მენეჯმენტის სპეციალობით (2006). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ეკონ. დოქტორის აკად. ხარისხი (2008).  კ. ვ. არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცორებული პროფესორი (2006-დან). აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე უმაღლ. საგანმან. პროცესებში, როგორც, ლექტორი, მკვლევარი, კონსულტანტი, არის სხვადასხვა სამეცნ.-პრაქტ. კვლევითი სტატიების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, უმაღლ. საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, იყო სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი (2024), აღმ. ევროპის უნ-ტის პროფესორი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკ-ის დეკანი (2020-დან). კ. ვ.-ის უშუალო ხელმძღვანებით შედგენილია და ხორციელდება   უმაღლ. საგანმან. აკად. პროგრამები. არის 20-ზე მეტი სამეცნ.-კვლ. საგრანტო პროექტის მონაწილე.   პროფ. კ. ვ. ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. სხვადასხვა უმაღლ. საგანმან. დაწესბულებებში.  მისი სამეცნ. სტატიები იბეჭდება მაღალრეიტინგულ სამეცნ. გამოცემებში: „ლიზინგის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“ (2008); „ბიზნესის განვითარების რეგიონული ასპექტები საქართველოში: (2009); „Cooperation between higher education institutions and employers in Georgia“ (2021).

თხზ.: კიკუტაძე, ვ. (2008). ლიზინგი თეორია და პრაქტიკა. თბ.: უნივერსალი, ISBN: 9789941123092; კიკუტაძე, ვ. (თანაავტორი). (2011). საერთაშორისო ბიზნესი: ლექციების კურსი. თბ.: უნივერსალი; კიკუტაძე, ვ. (თანაავტორი). (2011). ენერგეტიკის ბიზნესი: (ლექციების კურსი). თბ.: ლოი, ISBN: 9789941904660; კიკუტაძე, ვ. (თანაავტორი). (2018).  რბილი სამართლის გავლენა კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე  ინტერდისციპლინური კვლევა. თბ. იურისტების სამყარო, ISBN: 97899411956188.