ქიქოძე ზაალ  ქუჩუკის ძე
ქიქოძე ზაალ ქუჩუკის ძე

ქიქოძე ზაალ  ქუჩუკის ძე  (26. X. 1948, თბილისი - 16. VII. 2005, უშბა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე), არქეოლოგი, ანთროპოლოგი, მთამსვლელი.  დაამთავრა თსუ-ის არქეოლოგიის სპეციალობით (1967). მუშაობდა კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში (1974).  ნატალია პადვიგინასა  და გოგი მინდიაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო წნორის ოქროს ლომის აღმოჩენაში. ქ. ზ. იყო სახელმწ. მუზეუმის არქეოლოგიის განყ-ების მეცნიერ-თანამშრომელი. ქ. ზ. დაინტერესდა ქვის არქეოლოგიით (1974-დან). აქტიურად იყო ჩართული წონის მღვიმის არქეოლ. ექსპედიციის საქმიანობაში. ის იყო ერთ-ერთი პირველი არქეოლოგი, რომელმაც გამოიჩინა განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი დმანისის პრე-ისტ. ფენების გამოკვლევის მიზნით არქეოლ. ექსპედიციის ჩატარების მიმართულებით. ქ. ზ. თანამშრომლობდა ქვის ხანის არქეოლოგიის ისეთ გამორჩეულ წარმომადგენლებთან, როგორებიც იყვნენ ბარბარა აიზეკი და რიდ ფერინგი. ქ. ზ. არქეოლოგ ფილიპ კოლთან ერთად მუშაობდა ჯავახეთში(1986 წლიდან), ფარავნის ტბის გარშემო, სადაც ვულკანური მინის - ოფსიდიანის მდიდარი საბადოებია. ქ. ზ. ამახვილებდა ყურადღებას საქართვ. ეთნო-რელიგ. მრავალფეროვნების ისტორიაზე. ამ მიმართულებით მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანაწერი გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო განათლებაში“ სახელწოდებით: „"ქართული გენის", ადამიანისა და კონფორმიზმის შესახებ“ (1990, ნოემბ.). იგი ემხრობოდა ტერმინ „ერი“-ს ფართო განმარტებას, რ-იც თავის თავში არ მოიცავდა ეთნიკურობის აღმნიშვნელ სემანტიკას.  თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა):  ქიქოძე, ზ. (1986). ქვის ნაჯახი კავკასიის აშელურ კულტურაში. თბილ.; ქიქოძე, ზ. (1990). "ქართული გენის" ადამიანისა და კონფორმიზმის შესახებ. თბილ.; ქიქოძე, ზ. (1998). ადრებრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა სამხრეთ საქართველოდან. თბილ. ლიტ: თორდია, კ. (1990). ამერიკელი არქეოლოგები სამცხე-ჯავახეთში. გაზ. ლიტ. საქართვ. თბილ. N29. გვ. 15.