-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული იურისტი საქართველოს პარლამენტის წევრი
კიკნაველიძე პაატა ანდროს ძე (16.V.1975, ბაღდათი), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1998). მუშაობდა:სს "საირმეს" იურისტად (1998-1999); იურიდ. ფირმა "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური" იურისტად (1999-2013). იყო საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი:"ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N52 ბაღდათის საარჩევნო ოლქი (2013-2016). საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრი (2013-2016); იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავ-რის პირველი მოადგილე (2015-2016) და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავ-რის მოადგილე (2015-2016). იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართვ. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი (203-2016). მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფებში (შვეიცარიასთან, ლიეტუვასთან, იტალიასთან და ყაზახეთთან). საპარლამენტო ვადის ამოწურვისა და პოლიტ. კარიერის დასრულების შემდეგ იგი დაუბრუნდა და დღემდე მუშაობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ იურიდიულ ფირმაში — „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ (MKD Law), სადაცუფრ.იურისტისპოზიციასიკავებს.