-
ავტორი
- კატეგორიები: სცენარისტი რეჟისორი კურსდამთავრებული
კიკნაველიძე ლალი (12.V. 1969, თბილისი), კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი. მან დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. და კინოდრამატურგიის ფაკ-ტები (1991). შოთა რუსთაველის თეატრ. და კინოს სახელმწ. უნ-ტი, კინო-ტელე რეჟ. სპეციალობით (2003 ). კ. ლ მუშაობდა: საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრ. და კინოს სახელმწ. უნ-ტში (2002-2006); ასევე საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინ-ტში, სარეჟისორო ჯგუფის რეჟ. ასისტენტად. იგი შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება "ლირა ფროდაქშენის" დამფუძნებელი და დირექტორია (2008-დან); ამ შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანების ბაზაზე (2015), მისი, როგორც პროდიუსერისა და კინორეჟისორის მონაწილეობით, მიხო მოსულიშვილმა საკუთარი რომანის "დიდი ძუ დათვის" მიხედვით შექმნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი, რ-იც გამარჯვებული გახდა საქართვ. კინემატოგრაფიის ეროვნ. ცენტრის, საქართვ. კულტ. და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართ. წიგნის ეროვნ. ცენტრის ერთობლივი პროექტის "21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსში"; ნორვეგიის ქალაქ ჰაუგესუნდის ინტერნაციონალური კინოფესტივალის კოორდინატორის ოისტეინ ეგეს შერჩევის შემდეგ, კინოპროექტი "დიდი ძუ დათვი" ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერის მიერ წარდგენილი იყო ნორდიკის ერთობლივი პროექტების ბაზრობაზე (2016); მისი სხვა პროექტებიც და ფილმებიც აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. ფესტივალებში, კინო მარკეტებსა და ტრენინგ-პროგრამებში. კ. ლ. არის რეჟ. შემდეგი ფილმებისა: "კახეთის მატარებელი" (მხატვრული, 2018), "No. 25 Symphony" (2012); სცენარის ავტორი: "კახეთის მატარებელი" (მხატვრული, 2018), "განდეგილი" (ანიმაციური, 2011), "ვაკუუმი" (ანიმაციური, 2009), პროდიუსერი: "კახეთის მატარებელი" (მხატვრული, 2018), "ჯინო" (ანიმაციური, 2017), "განდეგილი" (ანიმაციური, 2011), "ვაკუუმი" (ანიმაციური, 2009).