-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი
კიკნაძე ზურაბ გიორგის ძე (3.X.1933, თბილისი - 23.XI.2022), მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი, სემიტოლოგიის განხრით (1956). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში უმცროს მეცნ. (1959–1973) და უფრ. მეცნიერ–თანამშრომლად (1973-დან); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "გილგამეშის ეპოსი" (1965), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა" (1985). იყო თსუ-ის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე (1977-2006); ქუთ. სახელმწ. უნ-ტისა (1994-დან) და ილ. ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტის სრული პროფესორი (2007-დან). მისი კვლევის სფერო იყო შუამდინარული და ქართ. ლიტ-რა; მითოლოგია, ფოლკლორი და რელიგია; ქრისტიანობა და ქრისტ. კულტურა; ბიბლიის (ძვ. და ახ. აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა; საზ. პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს პირველი თარგმანი – "გილგამეში" (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებით, 1963); თ. ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის "ოდისეა" (1978). იყო გელათის აკად. და საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი; „ქართული პენ-ცენტრის“ წევრი (1991–დან); გაერთიანებული ბიბლიური საზ-ბის საქართვ. წარმომადგენლობის თავ-რე (1996–დან); ივ. მაჩაბლის, თსუ–ის (1986) და სახელმწ. პრემიების ლაურეატი (2005); ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლისა და აშშ ბიოგრაფიული ინ-ტის ღირსების მედლის მფლობელი (1999). კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ აღიარებულია წლის ადამიანად (1999).
თხზ.: კიკნაძე, ზ. (მთარგმნელი). (1969). თამუზის სიზმარი. თბ., ნაკადული; კიკნაძე, ზ. (1969). შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი. თბ., მეცნიერება; კიკნაძე, ზ. (1987). ძველი შუამდინარული პოეზია. თბ., მერანი; კიკნაძე, ზ. (1989). საუბრები ბიბლიაზე. თბ., მეცნიერება; კიკნაძე, ზ. (რედაქტორი). (1996). ცხოვრება იესო ქრისტესი = Leben Jesus Christi=The Life of Jesus Christ = La vie de Jesus Christ = Жизнь Иисуса Христа. თბ., ბენეფისი; კიკნაძე, ზ. (1996). ქართული მითოლოგია : წ. 1 : ჯვარი და საყმო. ქუთ., პირველი სტამბა; კიკნაძე, ზ. (1997). შობიდან შობამდე. თბ., ლომისი; კიკნაძე, ზ. (2001). ქართული ხალხური ეპოსი. თბ., ლოგოს პრესი, ISBN: 9992892404; კიკნაძე, ზ. (2001). ავთანდილის ანდერძი. თბ., მერანი, ISBN: 9992816252; კიკნაძე, ზ. (2002). ეკლესია გუშინ, ეკლესია ხვალ : სტატიები. თბ., ლომისი; კიკნაძე, ზ. (2003). ძველი აღთქმის წუთისოფელი. თბ., გ.ბ.ს. საქ., ISBN: 999281363-6; კიკნაძე, ზ. (2006). შუამდინარული მითოლოგია. თბ., საარი, ISBN: 9994060015; კიკნაძე, ზ. (2007). ქართული მითოლოგია. თბ., ბაკმი, ISBN: 9789994027101; კიკნაძე, ზ. (მთარგმნელი). (2009). გილგამეშიანი. თბ., მემკვიდრეობა, ISBN: 9789941910609.