• კატეგორიები:
კიკნაძე ვაჟა ივანეს ძე
კიკნაძე ვაჟა ივანეს ძე

კიკნაძე ვაჟა ივანეს ძე (27.VIII.1952 ქ. თბილისი). ისტორიი მეცნ. კანდ. (1986), ისტიის მეცნ. დოქტორი (2006). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1976). არის თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ახ. და უახლესი ისტორიის განყ-ბის მთ. მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობს საქ. შუა ს. და ახ. და უახლესი ისტორიის აქტუალურ საკითხებზე. იყო ამ ინ-ტის დირექტორი (2006-2018), თსუ-ის სრული პროფესორი (2006-2012).

კ.ვ.-მ დაადგინა გიორგი ბრწყივნალის ეპოქის არაერთი ფაქტი. მაგ.: მისი გამეფების თარიღი (1318), ასევე ურთიერთობა „ტრაპიზონის იმპერიასთან“; მან პირველმა შემოიტანა ქართ. ისტორიოგრაფიაში 1330 წ. კათოლიკე ეპისკ. პეტრე გერალდის უნიკალური წერილი სოხუმის (სებასტოპოლისის) შესახებ. ასევე სხვა ლათ. წყაროები ამ ეპოქის შესახებ; დაწვრილებით შეისწავლა მე-19 ს. გამოჩენილი ქართვ. ეპისკოპოსის პეტრე კონჭოშვილის მოღვაწეობა. დაადგინა მისი როლი საქართვ. ეკლ. ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. ლექციებს კითხულობდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტზე (2006-2012) და საქართვ. უნ-ტში (2014-დან). მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშ. კონფერენციაში. პოლონეთ-საქართვ. ურთიერთობის შესწავლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოებულია პოლონ. ოფიცრის ჯვრის ორდერით (2012).

თხზ. კიკნაძე, ვ. (1997). ალ. ამილახვარი, ბრძენი აღმოსავლეთისა. ლომისი; კიკნაძე, ვ. (2009). ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა მე-19 ს.  ქართველი სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებაში. უნივერსალი. ISBN 9789941126758; Kiknadze, V. (2013) The Eurasian State of Georgia in the 14th c. The Mongol Era and Its end. The Edwin Mellen Press (USA). ISBN 0773440712, 9780773440715; კიკნაძე, ვ. (2016). საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI სს. წ. I, წ. II (თანაავტ.). უნივერსალი. ISBN 9789941251412, ISBN 9789941251436.