-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ენათმეცნიერი
კიკნაძე ინეზა გრიგოლის ასული (20. III. 1931, ქ. თბილისი — 1. VI. 2020), ენათმეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ (1954). თსუ-ში ეწეოდა სამეცნ. და პედ. საქმიანობას (1960–2008). მისი კვლევის სფერო იყო ახ. ქართ. ენა (ფონეტ., მორფოლ., სინტაქსი), სალიტ. ქართ. ენის ნორმალიზაცია, მეტყველების კულტურა და პრაქტიკული სტილისტიკა, მწერლის ენა; ამავე საკითხებზე სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციების სპეც. კურსებს. ასწავლიდა ქართ. ენას უცხოელ სტუდენტებს, სტაჟიორებსა და ასპირანტებს. სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამეცნ. გამოცემებში, მონაწილეობდა სამეცნ. კონფერენციებში. ავტორია ნაშრომებისა: „მამაჩემი – გრიგოლ კიკნაძე“ (1999), „ვაჟა-ფშაველას იდიომებისა და ფრაზეოლოგიურ შესიტყვებათა მცირე ლექსიკონი“ (2015) და სხვ. იგი გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996). კ. ი. იყო ამერიკის ბიოგრაფიის ინ-ტის საპატიო წევრი. გადაეცა ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი (2001).