-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ფილოსოფოსი პროფესორი პედაგოგი
კიკნაძე გიორგი კონსტანტინეს ძე (13.IV.1902, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. გორის მუნიციპ. - 19.III.1970, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1927). ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,მარქსიზმ-ლენინიზმი ბაზისა და ზედნაშენის შესახებ“ (1931), პროფესორი (1951). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებელში. იყო თსუ-ის ფილოსოფიის კათედრის პროფესორი (1951-დან); ამავე უნ-ტის პრორექტორი სასწ. დარგში (1954-1960). ხელმძღვანელობდა თსუ-ის დიალექტ. მატერიალიზმის კათედრას (1960-1970). კ. გ.-ს სამეცნ. კვლევის სფერო იყო: ისტორიული მატერიალიზმი, სოც. ფილოსოფია და ქართ. ფილოს. აზრის ისტორია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი საზ-ებრივი ყოფიერებისა და საზ-ებრივი ცნობიერების ურთიერთმიმართების საკითხები, სოც. რევოლუციების კანონზომიერებანი და ეროვნ. საკითხის მარქსისტული გაგება. იკვლევდა ქართვ. განმანათლებლებისა და რევოლუციონერ-დემოკრატების მსოფლმხედველობას.
თხზ.: კიკნაძე, გ. (1954). საზოგადოებრივი ყოფიერება და საზოგადოებრივი ცნობიერება. თბ., სახელგამი; კიკნაძე, გ. (1958). სოციალური რევოლუციის შესახებ. თბ., საბჭ. საქართველო; კიკნაძე, გ. (1961). ერის მარქსისტულ-ლენინური გაგებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიკნაძე, გ. (1966). ისტორიული მატერიალიზმის კატეგორიები. თბ., განათლება.