კიკნაძე დარეჯან (დოდო) გიორგის ასული (1.VII.1948, ხარაგაული), ჰიდროლოგი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაციით (1971). გაიარა ასპირანტურის კურსი (1974). მუშაობდა თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ინჟინერ-ჰიდროლოგად (1972-1979), შემდეგ ასისტენტად (1979-2000), უფრ. მასწავლებლად (2000-2006). ამჟამად არის თსუ-ის გეოგრ. დეპარტამენტის ჰიდრომეტეოროლ. ლაბორ. ინჟინერ-ჰიდროლოგი (2007-დან). კ.დ. კითხულობდა ლექციებს წყლის ტექნიკურ ძიებაში, ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ჰიდრომეტრიასა და ხმელეთის ჰიდროლოგიაში. ასევე ატარებდა სასწ.-საველე პრაქტიკებს საქართვ. სხვადასხვა რეგიონში, სტუდენტთა გაცვლით პრაქტიკას ქ. ვროცლავში (პოლონეთი) და წყალსაცავების გაცნობის მიზნით მდ. ვოლგაზე (რუსეთი). ხელმძღვანელობდა სადიპლომო ნამუშევრებს. წლების განმავლობაში იყო დიპლომების დაცვის სახელმწ. კომისიის სწავლული მდივანი. კ.დ.-ს გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნ. ნაშრომი. შეისწავლა შავიზღვისპირა აუზის მდინარეების მყარი ჩამონადენი. ამ მასალების საფუძველზე, მისი თანაავტორობით, გამოიცა მონოგრაფია. მუშაობს საქართვ. წყალსაცავების ენგურის, ჟინვალის, სიონის ჩამონადენის პროგნოზირებაზე.
თხზ.: Кикнадзе Д.Г. (თანაავტორი). (1981). Гидрология реки Бзыбь: (Инженерно-геологическое описание, сток воды и наносов), Под ред. Г. Г. Сванидзе, Тб.: Изд-во Тбил ун-та; კიკნაძე, დ. (თანაავტორი). მდინარეთა წყალმოვარდნების მაქსიმალური ხარჯების გათვლა მდინარე ვერეს მაგალითზე. ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემები. სამეცნ.-რეფერირებადი შრომათა კრებული, საქართვ. ტექ. უნ-ტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი, თბ., N 133, გვ. 22-25, ISSN: 1512-0902; კიკნაძე, დ. (თანაავტორი). (2024). მდინარე მტკვარზე 15 მგვტ დადგმული სიმძლავრის კალაპოტური ტიპის ჰესის („ძეგვი ჰესი“) მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული ჰიდროლოგიური მახასიათებლების გათვლა. საქართვ. ტექ. უნ-ტი, სამეცნ.-რეფერირებადი შრომათა კრებული, ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი, თბილ., ტომი 135. გვ. 26-31, ISSN: 1512-0902; კიკნაძე, დ. (თანაავტორი). (2025). კალაპოტურ დეფორმაციებზე ანტროპოგენური ზემოქმედების ზოგიერთი ასპექტი. ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემები. სამეცნ.-რეფერირებადი შრომათა კრებული. საქართვ. ტექ. უნ-ტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი, თბილ., N 136. გვ. 35-45, ISSN: 1512-0902.