კიკილაშვილი თებრო
კიკილაშვილი თებრო

კიკილაშვილი თებრო ზაქარიას ასული (29.XII.1907, ლაგოდეხი, – 7.XI.1991, ლაგოდეხი), ჰიდროლოგ-გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1943), უმაღლ. სკოლის დამს. მუშაკი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ჰიდროლოგიის სპეციალობით(1936). გაიარა ასპირანტურის კურსი ჰიდროლ. და კლიმატოლოგიის სპეციალობით (1936-1939). იყო პედინ-ტის გეოგრ. დაუსწრებელი ფაკ-ტის დეკანი (1939-1944). ამავე დროს მუშაობდა თელავის ი. გოგებაშვილის სახ. პედ. ინ-ტში (1942-1947), იქვე იყო გეოგრ. კათედრის გამგე. შემდეგ მუშაობა გააგრძელა თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე (1947-1985). შეთასებით მუშაობდა ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში უფრ. მეცნ.-თანამშრომლად (1945-1956). თსუ-ში და სხვა სასწავლებლებში კითხულობდა ლექციებს ზოგად ჰიდროლოგიასა და ოკეანოლოგიაში, სსრკ ჰიდროგრაფიაში, სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში. კ.თ.-მ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „მდინარე მტკვრის ზემო წელის ჰიდროლოგიური რეჟიმი“ (1942). გამოქვეყნებული ჰქონდა 30-ზე მეტი სამეცნ. სტატია. იკვლევდა საქართვ. მდინარეთა ქსელს. ჩაატარა საველე სამუშაოები მთელ საქ-ში, შეადგინა საქართვ. რეგიონების მდინარეთა ქსელის სიხშირის კოეფიციენტების რუკები. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.

თხზ.: კიკილაშვილი, თ. (თანაავტორი). (1946). საქართველოს დარაიონება მდინარეთა წყლიანობის წლიური რეჟიმის მიხედვით. საქართვე. გეოგრ. საზ-ბის მოამბე, თბ., N 2, გვ. 126-128; კიკილაშვილი, თ. (1947). ალაზნის აუზის მდინარეთა ქსელის სიმჭიდროვის რუკა. თელავის სახელმწ. სამასწავლებლო ინ-ტის შრომები, თელავი, ტ. 1, გვ.102-104; კიკილაშვილი, თ. (1948). საქართველოს მდინარეთა ჰიდროგრაფია. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 2, თბ., ტ. 3, გვ.51-82; კიკილაშვილი, თ. (1948). საქართველოს მყინვარები. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 2, თბ., ტ. 3, გვ. 115-134; კიკილაშვილი, თ. (1950). მესხეთის მდინარეთა ჰიდროგრაფია. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 1, ფიზ.-გეოგრ. სერია, თბ., ტ. 5, გვ. 97-125; კიკილაშვილი, თ. (თანაავტორი). (1974). ხმელეთის ჰიდროლოგიის პრაქტიკუმი, დამხმ. სახელმძღვანელო გეოგრ.-გეოლ. სტუდენტთათვის. უნ–ტის გამ–ბა. ჭეიშვილი, ო. (1977). მოკლე გეოგრაფიული ცნობარი. თბ.; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 151, ISBN 9992806982.