-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კიკიანი ბორის იროდიონის ძე (2.IX.1931, ფოთი - 18.X.2003, თბილ.), ფიზიკოსი, დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953) და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდგომ მუშაობა დაიწყო ფიზიკის ფაკ-ტზე, ფიზიკის სამეცნ.-კვლევითი ლაბორ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. გაიარა სტაჟირების კურსი სსრკ მეცნ. აკადემიის ლენინგრადის ა.იოფეს სახ. ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტის ატომურ დაჯახებათა ლაბორატორიაში (1963-1966). ამ ინ-ტის სამეცნ. საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1966) და დაბრუნდა თსუ-ში. მიენიჭა უფრ. მეცნიერ თანამშრომლის წოდება (1967). ჩამოაყალიბა ’’ატომურ-მოლეკულური პროცესების ფიზიკის’’ სამეცნ.-კვლევითი ლაბორ., რომელსაც დღიდან დაარსებისა ხელმძღვანელობდა (1982). ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს სხდომაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1990), მიენიჭა პროფესორის წოდება (1991). ავტორთა კოლექტივს კ.ბ.-ს ხელმძღვანელობით მიენიჭა პ. მელიქიშვილის პრემია ლაბორატორიაში შესრულებული სამუშაოთა ციკლისათვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. წლების განმავლობაში თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე კითხულობდა ლექციების კურსს ატომური ფიზიკის დარგში. დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელით ’’უნივერსიტეტში ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისათვის’’.