-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი დოქტორი
კიკალეიშვილი ლევან ალექსანდრეს ძე (1927, თბილისი - 1996, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1950) და ასპირანტურა (1953). ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,მიზეზობრიობის კატეგორია დიალექტიკურ მატერიალიზმში“ (1954). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,აუცილებლობისა და შემთხვევითობის დიალექტიკა „(1974), პროფესორი (1975). მუშაობდა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე სხვადასხვა სამეცნ.-პედაგოგიურ თანამდებობაზე (1953-დან). იყო დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის დოცენტი, შემდგომ- პროფესორი. კ. ლ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა დიალექტიკის თეორია, გნოსეოლოგია და მეცნიერების ფილოსოფია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი მიზეზობრიობისა და კანონზომიერების კატეგორიები, აუცილებლობისა და შემთხვევითობის დიალექტიკური მიმართება ბუნებასა და საზ-ებაში. იკვლევდა შემეცნების ობიექტურ საფუძვლებს, მეცნ. თეორიის აგების პრინციპებსა და კატეგორიული აპარატის როლს სამყაროს ასახვის პროცესში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დიალექტიკური ლოგიკის საკითხების დამუშავებაში.
თხზ.: კიკალეიშვილი, ლ. (1962). აუცილებლობისა და შემთხვევითობის კატეგორიები. თბ., საბჭ. საქართველო; კიკალეიშვილი, ლ. (1968). მიზეზობრიობის პრობლემა თანამედროვე ბუნებისმეტყველებაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიკალეიშვილი, ლ. (1973). კანონზომიერება და მიზეზობრიობა. თბ., მეცნიერება; კიკალეიშვილი, ლ. (1981). დიალექტიკური მატერიალიზმის კატეგორიები. თბ., განათლება.