კიკაჩეიშვილი თენგიზ ალექსანდრეს ძე
კიკაჩეიშვილი თენგიზ ალექსანდრეს ძე

კიკაჩეიშვილი თენგიზ ალექსანდრეს ძე (16.IV.1940, ქ. თბილისი - 7.IV.2017), ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1964). მუშაობდა ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში (1970-1972), შემდეგ მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ლიტერატურის თეორიის კათედრაზე (1974). იყო თსუ-ის ახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (1987-დან). არის 100-მდე სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის, 4 მონოგრაფიისა და 4 კრებულის ავტორი. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. კონფერენციასა და სიმპოზიუმში. იყო ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი, პროფესორი,  ეწეოდა პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას. მისი ნაშრომებია: „პოეტიკური ნარკვევები“ (1979); „კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრული პროზის პოეტიკა“ (1982); „ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მხატვრული თავისებურებანი“ (1991); „მწერლური პროფესიონალიზმი როგორც ლიტერატურათმცოდნეობის პრობლემა კ. გამსახურდიას თვალთახედვით“ (2011); „შეკვეცილი ნარკვევი ოდა-ბალადებზე, ბუკოლიკი ეპისტოლეებზე და... (გ. კეკელიძის პოეზია)“ (2011); „ტკივილები“ (2016); მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება „მარადის არის წიგნი“ (2005) და სხვ. იგი დაჯილდოებულია ორგზის ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2010, 2015). იყო საქართვ. „ჰელსინკის კავშირის — ეროვნული აღორძინების“ თავ–რე (1997-დან), საქართვ. ეროვნულ-ლიბერალური პარტიის გამგეობის წევრი (1992-1995), საქართვ. ლიტერატურათმცოდნეობის აკად. ნამდვილი წევრი (2004-დან), საქართვ. პოლიტ. პარტიების ბლოკის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ ვიცე-სპიკერი (1993-1997), საქართვ. სახ. ფრონტის დარბაზის წევრი (1989-1991).

თხზ.:კიკაჩეიშვილი, თ. (1979). პოეტიკური ნარკვევები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიკაჩეიშვილი, თ. (1982). კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრული პროზის პოეტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიკაჩეიშვილი, თ. (1991). ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მხატვრული თავისებურებანი. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 5-511-00489-8; კიკაჩეიშვილი, თ. (1997). კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 5-511-00737-4; კიკაჩეიშვილი, თ. (1999). ნარკვევები მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობიდან. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 99928-31-32-4; კიკაჩეიშვილი, თ. (2005). მარადის არის წიგნი: კრებული. მერიდიანი. ISBN: 99928-32-05-3.