-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მათემატიკოსი
კიღურაძე ტარიელ ივანეს ძე (29.III.1967, ქ. თბილისი). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1994). დაამთავრა კომაროვის სახ. თბილ. ფიზ.-მათ. სკოლა ოქროს მედალზე (1984), ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1991). იყო თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უმცრ. მეცნ.-თანამშრომელი (1991-1993), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის ასისტენტი (1993-1996) და დოცენტი (1996-2003). საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი საზოგადოებრივ საწყისებზე (2000-2003), მაცუმაეს საერთაშ. ფონდის სტიპენდიანტი, ფუკუოკას უნ-ტის მოწვეული მკვლევარი (იაპონია, 2001). არის ფლორიდის ტექნ. ინ-ტის მათ. მეცნ. დეპარტ. ასოცირებული პროფ. (აშშ, 2004-დან). არის თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის დიფერენციალური განტ-ების განყ-ბის კონსულტანტი საზოგადოებრივ საწყისებზე (2004). იყო საერთაშ. ჟურნ. „Nonlinear Analysis“ სპეციალური ტომის მოწვეული რედაქტორი (2008), არის საერთაშ. ჟურნ. „Georgian Mathematical Journal“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და „Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics“ ასოცირებული რედაქტორი. არის 7 დოქტორანტის სამეცნ. ხელმძღვ. მისი სამეცნ. ინტერესების სფერო არის სასაზღვრო ამოცანები ჰიპერბოლური ტიპის კერძოწარმოებულებიანი განტოლებებისა და ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის. არის 1 მონოგრაფიისა და 79 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მის მიერ ჰიპერბოლური ტიპის კერძოწარმოებულიან განტოლებათა სისტემებისათვის და მაღალი რიგის ჰიპერბოლური განტოლებებისათვის აგებულია სასაზღვრო ამოცანათა თეორია. მახასიათებელ სწორკუთხედში გამოკვლეულია სასაზღვრო და საწყის-სასაზღვრო ამოცანები ზოგადი ფუნქციონალური პირობებით, ხოლო უსასრულო მახასიათებელ ზოლსა და სიბრტყეზე - საწყის-პერიოდული და პერიოდული ამოცანები. დადგენილია გარკვეული აზრით ოპტიმალური პირობები, რ-ებიც უზრუნველყოფენ აღნიშნულ ამოცანათა ამოხსნადობასა და კორექტულობას. ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის დადგენილია ორწერტილოვან და არალოკალურ ამოცანათა ამოხსნადობისა და კორექტულობის არაგაუმჯობესებადი საკმარისი პირობები.
თხზ.: Kiguradze, T. (1994). Some boundary value problems for systems of linear partial differential equations of hyperbolic type. Mem. Differential Equations Math. Phys. 1, 1-144.