კიღურაძე ივანე
კიღურაძე ივანე

კიღურაძე ივანე ტარიელის ძე (12.I.1937, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) – ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ხიდისთავის საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1955), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1960), თსუ-ის ასპირანტურა (1963). კ. ვ. მუშაობდა თსუ-ის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის ასისტენტად და უფროს მასწავლებლად, საქ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1963-1966); თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომლად და თსუ-ის დიფერენციალური განტოლებების კათედრის დოცენტად (1966-1973); თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების განყ-ბის გამგედ (1973-1989), თსუ-ის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის პროფესორად (1973-2006); საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის დირექტორად (1989-2006). იყო საქართვ. ცენტრ. საარჩევნო კომისიის თავ-რე (1995-1996); საქართვ. პარლამენტის წევრი და საქართვ. პარლამენტის განათლების, მეცნ. და კულტურის კომიტეტის თავ-რე (2012-2016). დღემდე მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის დიფერენციალური განტოლებე­ბის განყ-ბის ხელმძღვანელად და მთ. მეცნ. თანამშრომლად (2006-დან). კ. ი.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1963), დოცენტის წოდება (1968), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1972), ხოლო შემდეგ კი პროფესორის წოდება (1976). იგი აირჩიეს საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1979), ხოლო შემდეგ კი საქართვ. მეცნ. აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად, 1993). კ. ი.-ს მიენიჭა ტ. შევჩენკოს სახ. კიევის ეროვნ. უნ-ტის საპატიო დოქტორის წოდება (2016), ივ. მეჩნიკოვის სახ. ოდესის ეროვნ. უნ-ტის საპატიო დოქტორის წოდება და აირჩიეს უკრაინის უმაღლ. სკოლის მეცნ. აკადემიის საპატიო აკადემიკოსად (2017). იყო INTAS-ის მეცნიერთა საბჭოს წევრი (1999-2002), ჩეხეთის მეცნ. აკადემიის მათ. ინ-ტის საერთაშ. მრჩეველთა საბჭოს (IAB) წევრი (2004-2015). კ. ი. საერთაშ. სამეცნ. ჟურნ.-ების “Дифференциальные уравнения”,  “Archivum Mathematicum”, “Nonlinear Oscillations”, “Fasciculi Mathematici”, “Qualitative Theory of Differential Equations” და “Boundary Value problems” სარედაქციო კოლეგიების წევრი. მისი ინიციატივით ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ბაზაზე დაარსდა საერთაშ. სამეცნ. ჟურნ.-ები “Georgian Mathematical Journal” და “Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics”, რომელთა მთ. რედაქტორია დღემდე (1994). იყო შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტით დაფინანსებული 3 სამეცნ. პროექტის ხელმძღვ.. მონაწილებოდა 7 საერთაშ. სამეცნ. გრანტში. მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. პრემია (1976), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (თსუ, 1987), მასარიკის უნ-ტის ვერცხლის მედალი (ქ. ბრნო, ჩეხეთი, 1978) და ამავე უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ოქროს მედალი (1988), ჩეხოსლოვაკიის მათემატიკოსთა და ფიზიკოსთა კავშირის მედალი (1990), ბოლცანოს საპატიო მედალი (ჩეხეთის მეცნ. აკადემია, 2006). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). მონაწილეობა აქვს მიღებული 79 საერთაშ. თუ ადგილობრივ სამეცნ. ფორუმში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 23 საკანდიდატო დისერტაცია. მისი სამეცნ. ინტე­რესების სფერო არის სასაზღვრო ამოცანები ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის და არაავტონომიურ დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივი თეორია. არის 9 მონოგრაფიისა და 221 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. XX ს. სამოციან წლებში მან პირველმა დაიწყო საქართველოში ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივი თეორიის პრობლემების კვლევა. მის მიერ შემუშავებულია არაავტონომიურ დიფერენციალურ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური თვისებების კვლევის ახალი მეთოდი, რის საფუძველზეც ოპტიმალურად არის აღწერილი იმ არაწრფივ განტოლებათა კლასი, რ-საც რხევად ამონახსნებთან ერთად გააჩნიათ სწრაფად ზრდადი და ფეთქებადი ამონახსნები. ამოხსნილია ამოცანა მაღალი რიგის წრფივი ერთგვაროვანი დიფერენციალური განტოლებების უსა­სრულობაში ქრობად ამონახსნთა სივრცის განზომილების შესახებ. მაღალი რიგის არაწრფივი განტო­ლე­ბებისთვის დადგენილია არაგაუმჯობესებადი პირობები, რ-იც სათანადოდ უზრუნველყოფენ წე­სი­ერი ამონახსნის რხევადობას და უსასრულობაში ქრობად რხევად ამონახსნთა სიმრავლის არსებობას, რი­თაც დასრულებული სახე მიეცა არაავტონომიურ დიფერენციალურ განტოლებათა ოსცილაციის თეორიას. მის მიერ დამუშავებულია ცალმხრივ დიფერენციალურ უტოლობათა ამონახსნების აპრიორული შეფასების ტექნიკა, რის საფუძველზეც აგებულია საწყის და სასაზღვრო ამოცანათა თეორია დროითი ცვლადის მიმართ სინგულარული დიფერენციალური სისტემებისა და განტოლებებისათვის.  

თხზ.: Kiguradze, I. T. (1975). Some Singular Boundary Value Problems for Ordinary Differential Equations. Izdat. Tbilis. Univ., Tbilisi, 352 pp. [in Russian]; Kiguradze, I. T., Chanturia, T. A. (1993).   Asymptotic Properties of Solutions of Nonautonomous Ordinary Differential Equations. Mathematics and its Applications (Soviet Series), 89. Kluwer Academic Publishers Group, Dordrecht, 331 pp.; ISBN: 0-7923-2059-X.; Kiguradze, I., Půža, B. (2003). Boundary Value Problems for Systems of Linear Functional Differential Equations. Masaryk University, Brno, 108 pp.; ISBN: 80-210-3106-9.