-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხვედელიძე ზურაბ ( 24.VI.1932. სოფ. რგანი. ჭიათურის რაიონი - 22.I. 1925, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (1955). მეხუთე კურსიდანვე მუშაობა დაიწყო თსუ -ის გეოფიზიკის კათედრის მეტეოროლოგიურ სადგურზე ჯერ დამკვირებლად , შემდეგ კი უფრ. ლაბორანტად. შემდეგ იგი ჩაირიცხა გეოფიზიკის კათედრის ასპირანტურაში და სწავლა განაგრძო მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნ-ტში ატმოსფეროს ფიზიკის განხრით (1958). დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ გეოპოტენციალური ველის ცვლილებაზე კორიოლისის ძალის გავლენა მთა-გორიან ტერიტორიაზე” (1961). იმავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ში გეოფიზიკის კათედრაზე, მეტეოროლ. სადგურის გამგედ. მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ფართომასშტაბიანი ატმოსფერული პროცესების მათემატიკური მოდელირება მთაგორიან ტერიტორიაზე ბეტა სიბრტყის მიახლოებაში“ (1985). მიენიჭა პროფესორის წოდება (1986). იყო გეოფიზიკის კათედრის გამგე თსუ-ში (1989-2007). იგი გახდა საქართვ, ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1996-დან) და ევროპის გეოფიზიკური საზ-ბის ნამდვილი წევრი (1997-დან). 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხ. ზ. პარალელულად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. 53-ე საშ. სკოლაში. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა „ მასწავლებლის უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია“ და მიიღო „საპატიო მასწავლებლის„ წოდება (1997). მისი ხელმძღანელობით დაცულია ოთხი სადოქტორო და 16 საკანდიდატო დისერტაცია, შესრულებულია 12 სამაგისტრო ნაშრომი. იგი ავტორია 170 სამეცნ. სტატიისა, რ-იც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სხვა უცხოურ ენებზე. არის ავტორი 14 სახელმძღვანელოსი და ლექციების კურსის. მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულ საერთაშ. და ადგილობრივ სამეცნ. სიმპოზიუმებში და კონფერენციებში. იყო ღირსების ორდენის კავალერი, აკად. მ. ალექსიძის პრემიის ლაურეატი, ივ. ჯავახიშვილის მედლის სამგზის მფლობელი, მსოფლიო მეტეოროლ. ორგანიზაციის პრემიის ნომინანტი „საქართველოში მეტეოროლოგიის დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისა და მეტეოროლოგიური კადრების მომზადებისათვის“, ამერიკის ბიოგრ. ინ-ტის მიერ ჩატარებული „ვინ ვინ არის“ გამოკითხვის თანახმად მოხვედრილია მსოფლიოს 200 წამყვან მეცნიერთა შორს, ატმ. პროცესების მათ. მოდელირების განხრით (2001), საერთაშ. ბიოგრაფიულმა ცენტრმა, რ-იც არსებობს კემბრიჯის უნ-ტთან (ინგლისი) მიანიჭა „Honorary Doctorate of Science” წოდების ნომინანტობა (2015).