ხვედელიძე მარიამ მურმანის ასული
ხვედელიძე მარიამ მურმანის ასული

ხვედელიძე მარიამ მურმანის ასული (18.I.1966, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (სპეციალობა ბიოფიზიკა, 1987)   და თსუ-ის საზ. პროფესიათა ფაკ-ტი საერთაშ. ურთიერთობა და სპეც. ენობრივი მომზადება სპეციალობით ფიზიკა (ინგლ. ენა, 1992). დაიცვა დისრტაცია თემაზე: "გლობულარული ცილა ციტოქრომი C-ს თერმოდინამიკური თვისებები ნატიურ და „გალღობილ გლობულის“ მდგომარეობებში" და გახდა მეცნ. აკად. დოქტორი სპეციალობით ბიოფიზიკა (1997).   დღემდე მუშაობს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ბიოფიზიკის კათედრაზე სხვადასხვა თანამდებობაზე (1987-დან). არის 70 სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მათ შორის: “Thermodynamic and hydrodynamic study of DNA-anticancer antibiotic (adriablastin) interaction”, (Bulletin of the Georgian Academy of Sciences, 171, № 3, pp. 533-534, 2005); ”Calorimetric and spectrophotometric investigation of PLGA nanoparticles and their complex with DNA”, (Journal of Thermal Analysis and Calorimetry, Vol.99, №1, pp. 337-348, 2010); ”Structure of drug delivery DPPA and DPPC liposomes with ligands and their permeability through cells”, (Journal of Liposome Research, Vol. 25, №1, pp. 20-31, 2014).