ხვედელიძე ირინე ბორისის ასული
ხვედელიძე ირინე ბორისის ასული

ხვედელიძე ირინე ბორისის ასული (23.IX.1978, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის  გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტი (2000) და მაგისტრატურა (2000); დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„დახურული კალაპოტის გვირებების ჰიდროდინამიკური პრობლემების შესწავლა“ და მიენიჭა ტექნიკურ მეცნ. დოქტორის აკადემ. ხარისხი(2019). მუშაობს თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (2010–დან).  იყო ჯერ მეცნ. თანამშრომელი  (2011), შემდეგ უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2021).თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,ინოვაციური პროექტების მართვა და მისი ინფორმაციული მხარდაჭერა“ (მართვის ავტომატიზებული სისტემები:შრომები, 2017, N1 (23); ,,ვერეს ხეობის ქვედა ნაწილის ლოკალური ატმოსფერულიშეშფოთების მოდელი“ (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი შრომათა კრებ. 2019, , ტ.69); ,,სამთომოპოვებითი საქმიანობა საქართველოში და ნიადაგის დაბინძურების ინტენსიური ცვლილების არასტაციონარული მოდელი“ (RT&A, სპეციალური გამოცემა № 6 (81), 2024, ნაწ. 2, ტ. 19).