ხვედელიძე ირაკლი ზურაბის ძე
ხვედელიძე ირაკლი ზურაბის ძე

ხვედელიძე ირაკლი ზურაბის ძე (01.VII.1984, თბილისი), ფილოლოგიის დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ–ტის ბაკალავრიატი (2005) და მაგისტრატურა (2007). თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „ავტობიოგრაფიული ჟანრის ნარატოლოგიური საფუძვლები (ა. წერეთლისა და მ. ჯამბაკურ-ორბელიანის ავტობიოგრაფიული ტექსტების მიხედვით, 2020). გერმანიის აკად. გაცვლის ფონდის პროგრამის ორგზის სტიპენდიატი ("Partnerschaftenmit HochschulenistMIttel-, Ost- undSüdosteuropa sowieden Länderder GUS", 2010-2011), აღმოსავლეთ ევროპის უნ-ტში იურიდიულ და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტზე მიწვეული ლექტორი (2013-2018), ილიას სახელმწ. უნ-ტში აკად. წერის ცენტრის მიწვეული ლექტორი (2015-2020), შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის საგრანტო კონკურსის  გამარჯვებული პროექტის ხელმძღვ. (დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა, 2015-2016). საქართვ. ბანკის უნ-ტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე აკად. წერის ლექტორი (2016-2019), ქართ. ფილოლოგიის უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (2021-2023), შოთა რუსთაველის სახ. საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდისა და ევრ. უნ-ტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, მიწვეული მკვლევარი ფ. შილერის სახ. იენის უნ-ტის კავკასიოლოგიის კათედრაზე (გერმანია, 2019-2020), გერმანიის აკად. გაცვლის ფონდისა (DAAD) და რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, მიწვეული მკვლევარი დარმშტატის ტექნიკურ უნ-ტში (გერმანია, 2021-2021), გერმანიის აკად. გაცვლის ფონდის (DAAD) და რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, მიწვეული მკვლევარი ტრიერის უნ-ტის ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრში (გერმანია, 2024), თსუ-ს მიწვეული ლექტორი შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობისა და ტექსტოლ. სამაგისტრო პროგრამაზე (2022), შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ლიტერატურის ციფრული ლაბორ. ხელმძღვ. (2023), ციფრული ჰუმანიტარიის ჟურნ. - Digital Scholarship in the Humanities რეცენზენტი (2024).

თხზ.: Khvedelidze, I. (2016). Standing on the Third Shore: Grigol Robakidze’s Biography in Emigration. Literature in Exile: Emigrant’s Fiction 20th  Century Experience. CambridgeScholars Publishing, ISBN: 1-4438-9710-8; Khvedelidze, I. (2019). Narrative Strategies of the Representation of Consciousness in theModern Georgian Novel: Post-Soviet Experience (BasedonOboleby Aka Morchiladze). Cultural Intertexts. ISSN-L 2393-0624; Khvedelidze, I. (2020). Cyber experienceas a resourcefor making alternative worldsbasedon the Georgian postmodern novel Chewing Dawns: Sugar free. Cultural Intertexts. ISSN-L 2393-0624; ხვედელიძე, ი. (2021). ალტერნატიული სამყაროების კონცეპტი, როგორც ავტობიოგრაფიული დისკურსის კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველი: აკაკი წერეთლისჩემი თავგადასავლისმიხედვით. სჯანი. ISSN 1512-2514.