ხვედელიძე ბორის
ხვედელიძე ბორის

ხვედელიძე ბორის (7.XI.1915, ქ. ჭიათურა - 23.III.1993, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკულტეტი (1938), საქ. მეცნ. აკად. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1941). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1942), თსუ-ის დოცენტი (1942), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1967), აკადემიკოსი (1983). იყო საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967-დან) და საქ. მათ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი (1962). ხ. ბ. მუშაობდა საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში ჯერ უმცროს მეცნ. თანამშრომლად  (1942-1943), შემდგომ უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1942-1952), იყო ინ-ტის სწავლული მდივანი (1945-1948), ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის განყ-ბის ხელმძღვ. (1957-1984), კომპლექსური ანალიზის მეთოდების განყ-ბის ხელმძღვ. (1984-1990), ინ-ტის დირექტორის მრჩეველი (1990-1993). ის ასევე იყო ყაზახეთის რეგიონის სარი-აგაბის რ-ნის კაპლანბეკის ზოოვეტერინარული ტექნ. საშ. სკოლის მათემატიკის მასწავლებელი (1952-1954). ხ. ბ. პარალელურად ასწავლიდა თსუ-ში (1939–1958; 1967–1968). იყო სპი-ის უმაღლ. მათ. N63 კათედრის გამგე (1956-1967). მოღვაწეობდა აფხაზეთის გორკის სახ. უნ-ტში (1980-1993). ხ. ბ.-მ ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში მოღვაწეობისას განავითარა კვლევები მათემატიკური ანალიზისა და დიფერენციალური განტოლებების სფეროში. მისი კვლევები მოიცავს ელიფსური ტიპის დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანებს, კომპლექსური ცვლადის ანალიზური ფუნქციების თეორიას, სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს და მათ გამოყენებას. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პუანკარეს ამოცანის კვლევაში ორი დამოუკიდებელი ცვლადის მეორე რიგის დიფერენციალური განტოლებებისათვის. შეისწავლა კოშის ტიპის სინგულარული ინტეგრალები ლებეგის წონიან ფუნქციონალურ სივრცეებში და ააგო შესაბამისი  თეორია. ხ. ბ. იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართ. მათემატიკის განვითარებაში XX ს. მისი ნაშრომები და პედაგოგიური მოღვაწეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა თაობებზე, ხოლო მის მიერ შექმნილი თეორიები დღესაც აქტუალურია მათემატიკური ფიზიკისა და ანალიზის სფეროში.

თხზ.:ხარაძე, ა.,  ჭელიძე, ვ., ხვედელიძე, ბ., ქარცივაძე, ი. (1948, 1950) მათემატიკური ანალიზის კურსი, ტ. 1 (1948), ტ. 2 (1950), თსუ გამომცემლობა, თბილისი; Khvedelidze, B. V. (1956) Linear discontinuous boundary value problems of function theory, singular integral equations and some of their applications. Trudy Tbiliss. Mat. Inst. 23, 3-158 [in Russian]; Khvedelidze, B. V. (1977) The method of Cauchy-type integrals in discontinuous boundary value problems of the theory of holomorphic functions of a complex variable. (English. Russian original) Zbl 0406.30034. J. Sov. Math. 7, 309-414 (translation from Itogi Nauki Tekh., Ser. Sovrem. Probl. Mat. 7 (1975), 5-162).