ხვედელიანი თამარ იაგორის ასული (21.IX.1960, თბილისი), ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1984), ასპირანტურა (1987); ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1991), ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (2005). იყო გრ. რობაქიძის უნ-ტის, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტის დოცენტი (2003-2005), სრული პროფესორი (2006-2013). შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აკად. ტექსტის დამდგენი კომისიის თანამშრომელი (1985-1992). ქართ. ლიტერატურის ინ-ტი, რუსთველოლოგიის განყ-ბის მეცნიერ თანამშრომელი (1992-2013). თურქეთის რესპუბლიკის ყარსის კავკასიის უნ-ტის ქართ. ენისა და ლიტერატურის განყ-ბის სრული პროფესორი (2013-2022).ავტორია 80-მდე სამეცნ. სტატიისა.
თხზ.: ხვედელიანი, თ. (2000). „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად გამოცემათა ვარიანტები (1966-1996). თბ., საქ. მეცნ. აკად., ქართ. ლიტერატურის ინ-ტი; ხვედელიანი, თ. (2007). „ვეფხისტყაოსნის“ მითოსურ–ფოლკლორული სამყარო. თბ., ქართ. ლიტ-რის ინ-ტი, ISBN 978-99940-67-84-8; ხვედელიანი, თ. (თანაავტორი). (2016). ტერმინი, ცნება და პარადიგმა ვეფხისტყაოსანში. თბ., მწიგნობარი, ISBN 978-9941-465-62-8; ხვედელიანი, თ. (2017). ლიტერატურული წერილები. თბ., მწიგნობარი, ISBN 978-9941-473-01-2; ხვედელიანი, თ. (2018-2019). ტექსტები, დიალოგები არაქართ-ენოვანი სტუდენტებისთვის, I და II ნაწილი. ანკარა, ISBN 978-605-184-126-7, ISBN 978-605-184-192-2; ხვედელიანი, თ. (2024). ვსწავლობთ ქართულს, სასაუბრო ... ყარსი, ISBN 978-625-98792-3-9.