ხუციშვილი რაჟდენ ბართლომეს ძე
ხუციშვილი რაჟდენ ბართლომეს ძე

ხუციშვილი რაჟდენ ბართლომეს ძე ( 17.I. 1887, სოფელი კახი, აზერბაიჯანი -20.VII. 1942თბილისი). სწავლობდა ნოვოროსიის უნ-ტში (ოდესა) (1908-1912). დაამთავრა ხარკოვის უნ-ტი (1912). იყო თბილ. ფიზიკის ობსერვატორიის მაგნიტური განყ-ბის გამგე   (1918-1920). საპროფესორო პრაქტიკის გასავლელად მიავლინეს ბერლინში (1920-1923), სადაც მოუსმინა კურსს და საგნები ჩააბარა ა. აინშტაინს, მ. პლანკს, მ. ლაუეს, ვ. ნერნსტს, ე. ვარბურგსა და სხვა. მუშაობდა თბილ. გეოფიზიკის ობსერვატორიაში (1923-1925), მუშაობდა დირექტორად და კითხულობდა ფიზიკის კურსს თსუში (1924-დან). ხ. რ. იყო ლენინგრადში მთ. გეოფიზიკის ობსერვატორიის მაგნ. განყ-ბის გამგე   (1927-1928). იყო ამ ობსერვატორიასთან დაარსებული დედამიწის მაგნეტიზმისა და ატმ. ელექტრობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (1928-1931). ხელმძღვანელობდა მაგნიტოლოგთა კადრების მომზადებას II საერთაშ. პოლარული წლისთვის და მაგნიტური ობსერვატორიების ორგანიზაციას ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში (ფრანც-იოსების მიწა), რუდოლფის კუნძულსა და ახ. მიწის კუნძულებზე. მუშაობდა თსუ-ში (1931-დან), იყო თეორ.  ფიზიკის კათედრის გამგე (1932-1933). გეოფიზიკოსი, პროფესორი (1932).