ხუციშვილი ქეთევან გიორგის ასული
ხუციშვილი ქეთევან გიორგის ასული

ხუციშვილი ქეთევან გიორგის ასული (01.VIII.1967, თბილისი), ეთნოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1989) და ასპირანტურა (1991), აგრეთვე სწავლობდა თბილ. სახ. უცხო ენათა პედ. ინ-ტში (1988) და ესენის უნ-ტში (გერმანია, 1996). ხ. ქ.-ს მიენიჭა ისტორიის მეცნ. კანდ. წოდება (2000) და ისტორიის მეცნ. დოქტორის წოდება (დისერტაციის თემა: "რელიგიური ფაქტორის გავლენა ეთნოკულტურულ იდენტიფიკაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებზე (თანამედროვე საქართველოს მაგალითზე)" (2005); თსუ-ში პედაგოგიური საქმიანობას ეწევა 1993 წ.-დან, არის პროფესორი (2006); იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (1994-1997); სწავლული მდივანი (1997-2006); ივ. ჯავახიშვილის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის საქართვ. ეთნოლოგიის განყ-ბის გამგე; მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-დან); თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (2006-2010); არის საქართვ. ანთროპოლ. ასოციაციის პრეზიდენტი (2010-დან); თსუ-ის ეთნოლოგია-ანთროპოლ. ინ-ტის ხელმძღვ. (2006-დან); თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2020-დან), სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2018-2023 და 2025-დან).  

თხზ.: ხუციშვილი, ქ. (2004). რელიგიურ სიტუაციის ცვლილება და უსაფრთხოების პრობლემა თანამედროვე საქართველოში. მემატიანე, ISBN 9994000616; ხუციშვილი, ქ. (2006). კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია. კავკასიური სახლი. ISBN 999409212X; ხუციშვილი, ქ. (2009). სიზმარი ქართულ ყოფაში. უნივერსალი. ISBN 9789941124389; Khutsishvili, K. (2018). Anthropological Studies of Religious and Ethno-Cultural Identity in Georgia. Artanuji. ISBN 9789941478406; ხუციშვილი, ქ. (თანაავტორი). (2023). საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებელები და სასაზღვრო ურთიერთობები - ჯავახეთი. ფავორიტი სტილი ISBN 9789941986741. ხუციშვილი, ქ. (თანაავტორი). (2024). დადეშქელიანთა რეზიდენციები - ქართ. კულტ.  მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები. მერიდიანი. ISBN 9789941345739.