ხუციშვილი ქეთევან
ხუციშვილი ქეთევან

ხუციშვილი ქეთევან გიორგის ასული (01.VIII.1967, ქ. თბილ.), ეთნოლოგი, პროფ. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1989) და ასპირანტურა (1991), აგრეთვე სწავლობდა თბილ. სახ. უცხო ენათა პედ. ინ-ტში (1988) და ესენის უნ-ტში (გერმანია, 1996). ისტ. მეცნ. კანდ. (2000), ისტ. მეცნ. დოქტ. (2005). თსუ ლექტორი (1993) და პროფ. (2006). ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (1994-1997), სწავლული მდივანი (1997-2006), სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის საქართვ. ეთნოლოგიის განყ-ბის გამგე, მთ. მეცნ. თანამშრომელი (2006-დან). საქართვ. ანთროპოლ. ასოციაციის პრეზიდენტი (2010-დან). თსუ-ის ეთნოლოგია-ანთროპოლ. ინ-ტის ხელმძღვ.(2006-დან),თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (2006-2010), აკად. საბჭოს წევრი (2020-დან), სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2018-2023 და 2025-დან).  

თხზ. ხუციშვილი, ქ. (2004). რელიგიურ სიტუაციის ცვლილება და უსაფრთხოების პრობლემა თანამედროვე საქართველოში. მემატიანე, ISBN 99940-0-061-6; ხუციშვილი, ქ. (2006). კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია. კავკასიური სახლი. ISBN 99940-921-2-X; ხუციშვილი, ქ. (2009). სიზმარი ქართულ ყოფაში. უნივერსალი. ISBN 978-9941-12-438-9; Khutsishvili, K. (2018). Anthropological Studies of Religious and Ethno-Cultural Identity in Georgia. Artanuji. ISBN 978-9941-478-40-6; ხუციშვილი, ქ. (თანაავტ). (2023). საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებელები და სასაზღვრო ურთიერთობები - ჯავახეთი. ფავორიტი სტილი ISBN 978-9941-9867-4-1. ხუციშვილი, ქ. (თანაავტორი). (2024). დადეშქელიანთა რეზიდენციები - ქართ. კულტ.  მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები. მერიდიანი. ISBN 978-9941-34-573-9.