-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი
ხუციშვილი ირინე (25.II.1964, თბილ.) დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტი, სპეციალობა ბიოფიზიკა (1985), ასპირანტი, ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი, ბირთვული და ოპტიკური მეთოდების განყ–ება (1987–1990); ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (Ph.D), ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი (1996); სამუშაო გამოცდილება: ლაბორანტი, საქ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ–ტი, ბირთვული და ოპტიკური მეთოდების განყ–ება (1985-1987); მეცნიერ თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი, ბირთვული და ოპტიკური მეთოდების განყ–ება (1990-1997); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი, ბირთვული და ოპტიკური მეთოდების განყ–ება (1997-2005); პოსტ-დოქტორანტი, ფარმაკოლოგიური ფაკ–ტი. ნებრასკის უნ–ტის სამედ. ცენტრი (აშშ, 2005-2010); მეცნიერ თანამშრომელი, ნებრასკის უნ–ტის სამედ. ცენტრი, ფარმაკოლოგიური ფაკ–ტი (აშშ, 2011-2014); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება (2014-2019); მეცნიერ თანამშრომელი, ნებრასკის უნ–ტის სამედ. ცენტრი, ფარმაკოლოგიური ფაკულტეტი (აშშ, 2020-2021); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება (2022-2024); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტი, ბიოლოგიური სიტემების ფიზიკის განყ–ება, ბიონანომოლეკულური ფიზიკის ლაბორატორია (2024-დან). გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი ნაშრომი, ძირითადად მაღალ რეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშ. და ადგილობრივ კონფერენციაში, მიღებული აქვს 2 პატენტი, გამარჯვებულია 3 სამეცნ. საგრანტო პროექტში, რ–ებიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ. ხ.ი.–ს ციტირების ინდექსია 444 და h-ინდექსი 12.