ხუციშვილი გივი რაჟდენის ძე
ხუციშვილი გივი რაჟდენის ძე

ხუციშვილი გივი რაჟდენის ძე (11.I.1921, თბილ. - 6.VIII. 1979). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1942). იყო საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის თეორიული ფიზიკის განყ–ების ხელმძღვ. (1958); თსუ-ის პროფესორი (1956). მყარ სხეულებში მაგნიტურ-რეზონანსული მოვლენების თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი კლასიკური გამოკვლევები ეხება ბირთვული მაგნიტური რეზონანსისა და მყარ სხეულებში ბირთვული სპინების დიფუზიის, პოლარიზაციისა და რელაქსაციის თეორიებს. შექმნა კონდენსირებულ გარემოთა რადიო სპექტროსკოპიის თბილ. სკოლა, რ–იც ერთ-ერთი წამყვანი იყო საბჭ. კავშირში. საქართვ. მეცნ. აკადემია, წ.-კორ. (1967), ფიზიკოსთა საერთაშ. საზ-ება "ამპერეს" კომიტეტის წევრი (1967). დაჯილდოებული იყო პ. მელიქიშვილის სახ. პრემიით (1970) და საქართვ. სახელმწ. პრემიით (1977).