ხუციშვილი ბელა თენგიზის ასული
ხუციშვილი ბელა თენგიზის ასული

ხუციშვილი ბელა თენგიზის ასული (02.V.1984, თბილისი), ექიმი, ქიმიკოსი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი (2006), შემდგომ სამედ. განათლების და უწყვეტი პროფ. განვითარების ინ-ტის რეზიდენტურა, სპეციალობით კარდიოლოგია (2007-2011) და მიიღო ექიმი-კარდიოლოგის ლიცენზია (2012). სწავლობდა სტუ–ის ქიმ. ტექნოლ. და მეტალ. ფაკ–ტის დოქტურანტურაში (2018-2021), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ბუნებრივი ფილიპსიტის საფუძველზე მაღალეფექტური ბაქტერიციდული სორბენტების შექმნა და თვისებების კვლევა“ და მიენიჭა ქიმ. და ბიოლ. ინჟინერიის დოქტორის აკად. ხარისხი (2021). თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორ.  მეცნიერ თანამშრომელი (2021-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ნანოგანზომილებიანი წვრილდისპერსული ცეოლითური მასალების მიღება და კვლევა; ახ. სახის ბაქტერიციდული სორბენტების მიღება და კვლევა; ცეოლითური შემავსებლების შექმნის მექანიზმების კვლევა ქაღალდის წარმოებაში გამოყენების მიზნით; მიკროელემენტების შემცველი პროლონგირებადი ქმედების ცეოლითური სასუქების შექმნა და ბუნებრივი ნედლეულის საფუძველზე დიდი იონმიმოცვლის ტევადობის მქონე სორბენტების მომზადება. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში:  Book Chapter „Bactericidal Metal-Containing Adsorbents Prepared from Georgian Natural Zeolites“ (Advanced Polymer Structures: Chemistry for Engineering ApplicationsOpen source preview, 2023); „Structure Stability of Georgian Natural Heulandite“ (Inzynieria MineralnaOpen source preview, 2024, 53(1));  „Uptake of Copper and Zinc Ions by Georgian Natural Heulandite and Resulting Changes in Its Chemical Composition and Structure“ (Minerals, 2025, 15(9)) და სხვ. მიღებული აქვს საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა: „ბაქტერიციდული ცეოლითშემავსებლიანი ქაღალდის მიღების ხერხი“. მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში. იგი ეროვ. და საერთ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ძირითადი მონაწილეა: FR „უნივერსალური თვისებების მქონე „დიდი ხუთეულის“ (Big Five) ცეოლითების სინთეზის გზით, ორგანული შაბლონების გარეშე, მიღების მეცნიერული დასაბუთება“; AR „ბაქტერიციდული და გაუმჯობესებული ზედაპირული თვისებების მქონე ქაღალდის წარმოება“; CARYS „ბაქტერიციდული ცეოლითური შემავსებლები ქაღალდის წარმოებაში“; ISTC „Scientific substantiation of the possibility of creating new bactericidal zeolite filter materials for purification-decontamination of water from various sources“.