-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ხუსკივაძე მამუკა ჟორას ძე (3.V.1969, ზესტაფონი, სოფ. კვალითი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე, პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი, მაკროეკონომიკის, ფინანსებისა და მდგრადი განვითარების განყ-ების გამგე. დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით (1993). მუშაობს საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1995-დან), პარალელურად სწავლობდა აღნიშნული ინ-ტის ასპირანტურაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის პროცესთა შეფასებისა და რეგულირების ეკონომიკურ-ეკოლოგიური მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები საქართველოში“. დაიკავა ჯერ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლისა და ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის ეკონ. განყ-ბის გამგის თანამდებობა, შემდეგ კი მთ. მეცნიერ თანამშრომელის (2006-2016). არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე (2015-დან). სამეცნ. საქმიანობის გარდა აქტიურად არის ჩართული პ. გგუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის ეგიდით გამართული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში და საგრანტო პროექტებში. მოღვაწეობდა სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებელში. იყო საქართვ. ეკონ. და სამართლის უნ-ტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს საქართვ. ტექნ. უნ-ტში (2007-2011). მოწვეული ლექტორის პოზიციაზე თსუ-ში კითხულობდა ლექციებს ეკონომეტრიკასა და მაკროეკონომიკაში. ამჟამად თსუ-ის ასოცირებული პროფესორია (2021-დან). გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი ადგილობრივ და საერთაშ. გამოცემებში:,,საქართველოს ტყის რესურსების გამოყენებისა და დაცვის ინოვაციური სტრატეგია“ (სამეცნ. შრომების კრებ. №14, 2021); ,,ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის გამოცდილების განზოგადება“ (სამეცნ. შრომების კრებ. №15, 2022); ,,საქართველოს ტყის რესურსებით უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები“ (სამეცნ. შრომების კრებ. №16, 2023) და სხვა. იყო თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2016-2024). არის პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რის მოადგილე. იყო უმაღლ. საგანამან. პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი, ამჟამად, უმაღლ. საგანმან. დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი. არჩეულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ექსპერტად და საქართვ. ეკონომისტთა საზ-ების პრეზიდიუმის წევრად. დაჯილდოვებულია პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის მედლით.