ხუსკივაძე გივი
ხუსკივაძე გივი

ხუსკივაძე გივი ალექსანდრეს ძე (28.III.1932, ქ. თბილისი -  05.XII.2011), ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ქ. თბილ. მე-8 საშ. სკოლა (ოქროს მედალი, 1950), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1955), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1963), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1999), გარდაცვალებამდე მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1958-1965), უფროს მეცნ. თანამშრომლად (1965-1989), წამყვან მეცნ. თანამშრომლად (1989-2006), იყო უფრ. მეცნ. თანამშრომელი (2006-დან), მუშაობდა თსუ-ის უმაღლ. სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაცის ამაღლების ფაკ-ტის მათ. და მექან. კათედრაზე (1965-1986). ხ. გ. -ს სამეცნ. ინტე­რესების სფეროა: ანალიზურ ფუნქციათა (მათ შორის, კონფორმულ ასახვათა) სასაზღ. თვისებები; შეუღლებული ფუნქციები; კოშის ტიპის ინტეგრალი; კოშის სინგულარული ოპერატორი; წილადური ინტეგრალები; ანალიზურ და ჰარმონიულ ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანები. მის მიერ შედგენილია ე.წ. L ინტეგრალი, რ-ის მეშვეობით შესწავლილია სინგულარული და კოშის ტიპის ინტეგრალთა თვისებები. ამავე ინტეგრალის გამოყენებითაა შესწავლილი წრფივი შეუღლების ამოცანა სასაზღვრო წირისა და მონაცემთა მიმართ უზოგადეს პირობებში. ის იყო საერთაშ. ჟურნ. Transactions of A. Razmadze Mathematical Institute სარედაქციო კოლეგიის წევრი.

თხზ.: Khuskivadze, G., Kokilashvili, V., Paatashvili, V. (1998) Boundary Value Problems for Analytic and Harmonic Functions in Domains width Non-Smooth Boundaries. Applications to Conformal Mappings. Mem. Differential Equations Math. Phys.  14, 1-195, ISSN 1512-0015.