-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხუსკივაძე ამირან პიმენის ძე (5.V.1933, სოფ. კვალითი, ზესტაფონის რ–ნი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1957). მუშაობს დიდი რთული სისტემების კვლევის დარგში (1962-დან). იგი აგრეთვე მუშაობს სამედ. კიბერნეტიკაში და ხელმძღვანელობს საქართვ. ჯამრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტალური და კლინ. ქირურგიის სამეცნ.–კვლევით ინ-ტის სამედ. კიბერნეტიკის განყ-ების ავტომატიზირებული მართვის სისტემების ლაბორ. (1970-დან). ზემო აღნიშნული სამედ. კიბერნეტიკის განყ-ების საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიად გარდაქმნის შემდეგ არის ამ ლაბორ. სისტემ. კვლევის სექტორის ხელმძღვ. (1997). მუშაობდა საქართვ. ჯამრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტალური და კლინ. თერაპიის სამეცნ-კვლევითი ინ-ტის სამედ. სისტემოტექნიკის ლაბორ. ხელმძღვანელად (1985–1997). იგი არის 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მისი ბოლო წლების ნაშრომები ეძღვნება ფიზიკისა და ასტრონომიის უძველეს პრობლემებს - დროის ფენომენისა და სამყაროს მოწყობილობის შესწავლას. ამ პრობლემებისა და საერთოდ დიდი სისტემების შესწავლის დარგში ხ.ა.–ს კვლევის შედეგები სისტემატიზირებულია მის მონოგრაფიაში: "Теория целостности. Принятие решения в больших сложных системах". მისი მონოგრაფიები ინახება ყოფილი საბჭ. კავშირის აკადემიების, უნ-ტებისა და სხვა მსხვილ ბიბლიოთეკებში. ზემოთ ნახსენები მონოგრაფია შეტანილია გერმანიის ეროვნ. ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგში. მიკროფილმი მისი მონოგრაფიისა "Целостные системы" ინახება ილიონის უნ-ტისა (აშშ) და სხვა ბიბლიოთეკებში. საკანდიდატო დისერტაციის თემაა -"დიდი სისტემების ეფექტურობის გამოკვლევა". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საბჭ. კავშირის მეცნ. აკადემიის სისტემ. კომიტეტის სამედ. სისტემ. ანალიზის სამეცნ. საბჭო, წევრი (1980-1985); საბჭ. კავშირის სამედ. აკადემიის სამედ. და ბიოლ. კიბერნეტიკის სამეცნ. საბჭოს მედიცინაში და ბიოლოგიაში სისტემ. ანალიზის პრობლემური კომისია, წევრი (1984-1985).
თხზ.: Хускивадзе, А. (1991). Задачи многокритериальной оптимизации и оценивания в эмпирических целостных системах и их решения . Тб., изд. Сакартвело; Хускивадзе, А. (2014). Теория целостности. Принятие решения в больших – сложных – системах . Saarbruken, Lambert Academic Publishing. ISBN: 978-3-659-527937; Хускивадзе, А. (2014). System analysis of the quality of operation of management objects in online regime and decision making, which reduces the system of management objects to the best-normal–state. Modern information problems: Proc. of the XIX- th IOSC. - Yelm, WA, USA, Science Book Publishing House,. ISBN: 978-1–62174–040-7.