-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ხურცია ლალი ბონდოს ასული (1969, სენაკი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი მრეწვ. ეკონ. სპეციალობით (1995). მუშაობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრაზე (1995-2004.) დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის ასპირანტურა, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (2006) და მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. აკად. დოქტორის ხარისხი. ხ. ლ. იყო ფინანსებისა და კრედიტის კათედრის ლექტორია (2004-2007), ფაკ-ტის სასწავ. პროცესების მართვის სამსახურის უფრ. სპეციალისტი (2007-2008). ლ. ხ. არჩეულ იქნა ეკონ. პოლიტიკის კათედრის ასისტენტ პროფესორად (2008-დღემდე). იგი არის 4 მონოგრაფიისა და 30-მდე სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი.
თხზ.: ხურცია, ლ. (2007). სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში. თბ, უნ-ტს გამ-ბა, ISBN: 978994113641; ხურცია, ლ. (თანაავტორი). (2022). ეკონომიკური პოლიტიკა: სახელმძღანელო. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941491467; ხურცია, ლ. (თანაავტორი). (2024). ინდრუსტრიული პოლიტიკა ციფრულ სამყაროში. თბ., უნივერსალი, ISBN, 9780042338427.