-
ავტორი
- კატეგორიები: პროფესორი პრორექტორი მათემატიკოსი
ხუროძე თეიმურაზ ადოლფის ძე (19.XI.1948, თბილისი), მათემატიკოსი. დაამთავრა თბილ. 55-ე სკოლა ოქროს მედალზე, თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1972) და დატოვებული იქნა გამოთვილთი მათემატიკის კათედრაზე. იყო თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის გამოთვლითი მათ. კათედრის ასისტენტი (1978-1982) და შემდეგ დოცენტი (1982-1990). მივლინებული იქნა სტაჟირებაზე ქ. მოსკოვში სსრკ მეცნ. აკად. მართვის პრობლემების ინ-ტში (1976-1978). დაიცვა დისერტაცია ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად (1981). მიღებული აქვს თსუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია (1983). იგი თანაავტორია მონოგრაფიის „არაწრფივი ოპერატორები კონუსიან სივრცეებში“. მონოგრაფიაში გადმოცემულია არაწრფივი ოპერატორების თეორია კონუსიან ბანახის სივრცეებში და ძირითადი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა კლასის ამოცანების ამოხსნადობის საკითხებს და გამოთვლითი ალგორითმების აგებას. სამეცნ.-პედ. საქმიანობასთან ერთად ის წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებს თსუ-ში. ის სხვადასხვა დროს იყო: თსუ-ის პრორექტორი საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების დარგში (1990-1993), თსუ-ის პრორექტორი უნ-ტის პერსპექტიული განვითარების და უცხოეთთან ურთიერთობის დარგში (1993-1997), თსუ-ის პრორექტორი სასწ. პროცესის და უცხოეთთან ურთიერთობის დარგში (1997-2004), იყო უმაღლ. სკოლის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვ. (2005-2007). გასული საუკუნის 90-იან წლებში უნ-ტის მოდერნიზაციის პროცესში მუდმივად მიმდინარეობდა სისტემური ცვლილებები თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით უმაღლ. სკოლის დახვეწის, ზოგადსაკაცობრიო იდეებთან ერთად ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებისათვის ზრუნვა. ამ მნიშვნელოვანი საქმის ინიციატორი, მეთაური და წარმმართველი იყო თსუ რექტორატი და დიდი სამეცნ. საბჭო. უნ-ტის რეფორმირების პროცესში ის, როგორც პრორექტორი, აქტიურად გახლდათ ჩართული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი უნ-ტში სასწ. პროცესის გარდაქმნის და თანამედროვე სპეციალობების დაფუძნებაში, მსოფლიოს სხვადასხვა უნ-ტებთან ურთიერთობების გაფართოებაში, თსუ-ის საქმიანობის გაძლიერებაში ინტერნაციონალიზაციის კუთხით. ცალკე აღსანიშნავია მისი მონაწილეობა თსუ-ის ახალციხის ფილიალის დაარსებასა და განვითარებაში, რ-იც შემდგომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტად ჩამოყალიბდა. გაწეული საქმიანობა კარგად არის წარმოჩენილი მისი თანაავტორობით გამოცემულ წიგნში „უნივერსიტეტი საუკუნეთა მიჯნაზე“ (2018). ხ. თ.-მა თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა აღმოსავლეთ-დასავლეთ უნ-ტი (2017), სადაც იკავებდა კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვ.) თანამდებობას (2017-2024). ხაზი უნდა გაესვას მის აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის გახლდათ ინიციატორი სამცხე-ჯავახეთის სოფლებში საქართვ. სხვადასხვა რეგიონებიდან სტიქიით დაზარალებული ოჯახების გადმოსახლების. თსუ-ში დაბადებულ ამ იდეას აქტიურად დაუჭირეს მხარი საქართვ. წამყვანმა უნ-ტებმა. ფართოდ გაიშალა სტუდენტური მოძრაობა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
თხზ.: Хуродзе, Т. (1983). О единственности и нелокальной продолжаемости решений систем дифференциальных уравнении. Тб., АН Грузии; Хуродзе, Т. (1984). Нелинейные операторы в пространствах с конусом.Тб., Изд. ТГУ; ხუროძე, თ. (2018). უნივერსიტეტი საუკუნეთა მიჯნაზე. თბ., მერიდიანი.