ხუნჯუა გრიგოლ იულონის ძე
ხუნჯუა გრიგოლ იულონის ძე

ხუნჯუა გრიგოლ იულონის ძე (1.IV.1895, ფოთი –16.V.1983, თბილ.), გეოდეზისტი, კარტოგრაფი, პედაგოგი, ტექნ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1939). დაამთავრა თბილ. მუშათა ფაკ-ტეტი გეოდეზია-ტოპოგრაფიის სპეციალობით (1920). მუშაობდა თსუ-ის ზოგადგეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრაზე კარტოგრაფის თანამდებობაზე (1924) და კარტოგრაფიის ინ-ტში (1924-1928). შემდეგ საქმიანობა გააგრძელა ხიდებისა და რკინიგზების გეოდეზიურ აგეგმვით სამუშაოებში. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ხიდები მდ. მტკვარზე კავთისხევთან, მდ. ალაზანზე ველისციხესთან (1930). მუშაობა დაიწყო თბილ. სატრანსპორტო ინ-ტში დოცენტის თანამდებობაზე (1939-დან). II მსოფლიო ომის პერიოდში იმავე ინ-ტში გახდა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ფაკ-ტის დეკანი და გეოდეზიისა და მარკშაიდერის კათედრის გამგე. შემდეგ მუშაობა გააგრძელა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ.-ტზე კარტოგრაფია-გეოდეზიის კაბინეტში დოცენტად (1960-1973), სადაც კითხულობდა ლექციებს ტოპოგრაფია-გეოდეზიის საფუძვლებში და უმაღლეს გეოდეზიაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მრუდზე ასაშენებელი ხიდების დაკვალვისა და დაგეგმარების საკითხისათვის“ (1939). გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. და სასწ.-მეთოდური ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები.

თხზ.: ხუნჯუა, გრ. (თანარედაქტორი). (1936). ცნობარი ინჟინერთა, ტექნიკოსთა და სტუდენტთათვის, ტ. 1. თბ., გამომც. ტექნიკა და შრომას სტ.; ხუნჯუა, გრ. (1944). საველე  გეოდეზია. თბ., ტექნიკა და შრომა, საქ. ადგ. მრეწვ. სახპმატის სტ.; ხუნჯუა, გრ. (1946-1947, 1948, 1966). გეოდეზიის კურსი. თბ.; ხუნჯუა, გრ. (1953). ტექნიკა და შრომა. თბ., საქპოლიგრაფსამმართვ. მე-2 სტ.; ხუნჯუა, გრ. (1973). ტაქეომეტრიული აგეგმვის ცხრილები. თბ., ტექნიკა და შრომა, საქპოლიგრაფსამმართვ. მე-2 სტ.; Хунджуа Г.Ю. (1974). Таблицы, применяемые на тахеометрических сьемках и в инженерном деле. Тб., Издательство тбилисского университета; ხუნჯუა, გრ. (1977). ზოგადი და საინჟინრო გეოდეზიის კურსი, სახელმძღვანელო თსუ-ის სტუდენტებისათვის. თბ.; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი შ.  (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 314, ISBN 9992806982; ბოლაშვილი, ნ., გორდეზიანი, თ., დავითაია, ე., დონაძე, ც., ელიზბარაშვილი, ნ., ლაღიძე, ლ., მაჭავარიანი, ლ., მგალობლიშვილი, ქ., ნანობაშვილი, თ., ნიკოლაიშვილი, დ., სალუქვაძე, ე., სართანია, დ., სეფერთელაძე, ზ., ტრაპაიძე, ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 17, ISBN 978-9941-13-364-0.