-
ავტორი
- კატეგორიები: შემომწირველი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი იურისტი
ხუნდაძე მიხეილ სვიმონის ძე (1898, თბილისი - 31.I.1983, ლევილი, საფრანგეთი), ქართვ. იურისტი, საქართვ. სოციალ-დემოკრ. პარტიის წევრი. შევიდა პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე (1915). სწავლობდა ბერლინისა და ფრაიბურგის უნ-ტებში (1919-დან ). გერმ. კ. დიელის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია მარქსიზმის თეორიაში. მოგვიანებით, ბერლინში გახდა ვ. სომბარის მოწაფე. იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის (1917-1918) წევრი. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ დამკვიდრდა საფრანგეთში (1924). თავის მეუღლე პეგისთან ერთად ცხოვრობდა ვიროფლეში. აქ იგი მალე ხდება პარიზის უნ-ტის სამართ. დოქტორი. მუშაობდა ფრანგულ სამრეწვ. გიგანტში – სიტროენის ქ-ნაში პერსონალის უფრ. პოსტზე. პენსიაზე გასვლის შემდეგ ქ-ნის წარმომადგენლად დაინიშნა ამერიკაში. აქტიურად იყო ჩართული პოლიტ. ცხოვრებაშიც. ხშირად ესწრებოდა უცხოეთში გამართულ კონგრესებსა და კონფერენციებს (1920–1930). აცნობდა მათ საქართვ. და ქართვ. ხალხის მდგომარეობას. აქვეყნებდა წერილებს ქართ. ემიგრანტულ პრესაში, კერძოდ, სოც.–დემოკრ. ჟურნალ–გაზეთებში. მისი გახმაურებული წიგნი „1917 წლის თებერვლის რევოლუცია: (სოც.–დემოკრ. ბოლშევიზმის წინააღმდეგ – ირაკლი წერეთელი ლენინის წინააღმდეგ)“ გამოიცა პარიზში, ფრანგ. ენაზე, მაშინ, როცა ავტორი უკვე გარდაცვლილი იყო (1988).
ლიტ.: შარაძე, გ. (2005). ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ 7. თბ., გვ. 361–362; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 4; ნმ.1631/181.