-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი
ხუხუნაიშვილი-წიკლაური მერი (04.I.1944, ლანჩხუთი, სოფ. ზემო აკეთი), ფილოლოგი, მთარგმნელი, ფილოლოგიის დოქტორი (1977). დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1966), საქართვ. ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი (1967-1970). ა. პუშკინის სახ. ინ-ტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1973-1977), თსუ-ის ფოლკლორის კათედრის ასპირანტი (1970-1977), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ფოლკლორის განყ–ების მეცნიერ თანამშრომელი (1990-1996), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1996). ხ.წ. მ.-ის სამეცნ. ინტერესთა სფეროა ფოლკლორი, მითოლოგია და საველე კვლევა. იგი არის თანამონაწილე ბრიტანელ ფოლკლორისტ ჯ. როპერთან ერთად ფოლკლორული ექსპედიციებისა, რ–იც დაფინასებულია ერთობლივად საქართველოსა და ბრიტანეთის მეცნ. აკადემიების მიერ (2006, აჭარა და 2009, კახეთი). იგი ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას და შესავალი წერილით გამოიცა მსოფლიო ხალხთა ზღაპრების სერიის სამი წიგნი: „ესპანური ზღაპრები“, I (2009), „ბასკური ზღაპრები“, II (2010) და „ბრიტანული ზღაპრები“, III (2011). ხ.-წ. მ. არის ღირსების ორდენის მფლობელი (2000), შედარებითი ლიტერატურის საერთაშ. ასოციაციისა (ICLA, 2022) და ბრიტანეთის ფოლკლორული საზ–ების წევრი (2000), ბრიტანეთის მეცნ. აკად. სტიპენდიატი (2000).
თხზ.: Khukhunaishvili-Tsiklauri, M. (თანაავტორი). (2009). Structure and Use of Charms in Georgia („ქართული შელოცვების სტრუქტურა და გამოყენება). Palgrave Macmillan; Khukhunaishvili-Tsiklauri, M. (2017). Georgian Hunting Myths and Poetri“, by Elene Virsaladze, Translated by D. G. Hunt. (Co-Editor). Tbilisi, Georgian National Academy of Sciences, ISBN: 978-9941-0-9840-6; Khukhunaishvili-Tsiklauri, M. (2018). Georgian Folk traditions and Legend (Caucasusu). ''Artanuji'', ISBN: 978-9941-478-03-1; Khukhunaishvili-Tsiklauri, M. (2019). Georgian Folk Tales (100 ზღაპარი, მთარგმნელი დ. ჰანტი). თბ., არტანუჯი, ISBN: 978-9941-487-15-6; ხუხუნაიშვილი-წიკლაური, მ. (2022). Twenty Georgian Folk Tales. თბ., არტანუჯი, ISBN: 978-99414-943-2-1.