ხუხუა  იური დიმიტრის ძე
ხუხუა იური დიმიტრის ძე

ხუხუა  იური  დიმიტრის ძე (16.XI.1941, სენაკი). ეკონომისტი, დოცენტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, ვაჭრობის  ეკონომისტის  კვალიფიკაციით (1961-1967). თსუ-ში დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია: „Проблемы сбалансированности спроса и предложения на кондитерские изделия в Грузинской ССР“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1984), შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის  წოდება (1988). ხ. ი. მუშაობდა  სხვადასხვა  ინ-ტებში; თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე პედაგოგად; მაკროეკონომიკის კათედრაზე დაიკავა დოცენტის თანამდებობა (1995-დან); ასევე მიენიჭა ასოცირებული  პროფესორის წოდება (2006). ხ. ი. არის ავტორი და თანაავტორი სამეცნ. ნაშრომებისა: „სავაჭრო ორგანიზაციათა რენტაბელობის ზოგიერთი საკითხი“ (საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს ბიულეტენი, 1967, N9); „რეგიონული ბაზრის კვლევის საფუძვლები“ თსუ-ის შრომები: ეკონომიკა, 1999, ტ.329);  „ფასების  სისტემის  ფორმირების  ორგანიზაციული  საფუძვლები“ (საერთაშორისო  ბიზნესი, 2004); საბაზრო ფასების სისტემის ფორმირების ორგანიზაციული საფუძვლები“ (საერთაშორისო ბიზნესი: სამეცნ. შრ. კრებ., 2004, N1, ტ.3).

თხზ.: ხუხუა, ი. (1981). მოსახლეობის  სასურსათო  საქონლით  მომარაგების  ძირითადი  გზები. თბ., ენიკს; ხუხუა, ი. (1983). ლექციების კურსი ვაჭრობის ეკონომიკაში: სავაჭრო და საბითუმო გასაღების დათმობები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ხუხუა, ი. (1991). ვაჭრობის საქმიანობა  სახალხო  მოხმარების საქონლის  ბაზარზე. თბ.; უნ-ტის გამ-ბა; ხუხუა, ი. (1991). მარკეტინგი და კომერციული საქმიანობა ვაჭრობაში: ლექციების კურსი. თბ.; ხუხუა, ი. (1999). მარკეტინგი: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.-თვის. თბ.; ხუხუა, ი. (1999). რეგიონალური  ბაზრის კვლევის საფუძვლები. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ხუხუა, ი. (რედაქტორი). (1999).  მენკიუ გრეგორი. მაკროეკონომიკა. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992831391; ხუხუა, ი. (2003). ფასწარმოქმნა მსოფლიო ბაზარზე: (ეკონ. ფაკ. სტუდ.). თბ., უნ-ტის გამ-ბა.