-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ხუჯაძე ალექსანდრე მინას ძე (03.I.1950, თერჯოლა-12.IX.2009, თბილისი). დაამთავრა წარჩინებით თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1973) და ასპირანტურა, ამავე მიმართულებით (1976). ხ. ა.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი, მისი სადისერტაციო ნაშრომის თემატიკა „გამა-კვანტებისა და პიონების დაბადების შესწავლა პროტონ-პროტონულ ურთიერთქმედებებში“. მუშაობდა ჯერ თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიაში (1976-1980), შემდეგ მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (მეფი); სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხანგრძლივობით მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JIRN, რუსეთი). ხ. ა.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რელატვისტური ბირთვული ფიზიკა; არის 20-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ საბჭ. და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Analysis of Topological Cross-Sections in anti-p p Interactions at 22.4-GeV/c“ (Phys.Lett.B 52, 1974); „Comparison of Charged Particle Multiplicity Distributions in anti-p p and pp Interactions and Verification of the Dual Unitarization Scheme“ (Phys. Lett. B 85 (1979) 424, 1979); „COMPARISON OF SOME INCLUSIVE CHARACTERISTICS OF anti-p p INTERACTIONS AT 22.4-GeV/c MOMENTUM WITH THE PREDICTIONS OF THE QUARK - PARTON MODEL“ (Z.Phys.C 5, 1980); „INVESTIGATION OF CROSS-SECTIONS, AVERAGE MULTIPLICITIES AND INELASTICITY COEFFICIENTS FOR PRODUCTION OF NEUTRAL PIONS AND KAONS IN ANTI-P P ANNIHILATION PROCESSES AT 22.4-GEV/C“ (Yad.Fiz. 39, 1984). იყო ადგილ. და საერთაშ. რამოდენიმე სამეცნ. პროექტისა და ღონისძიების მონაწილე.